„ტაქსის მძღოლები, ან ძიძები თუ დაიბეგრებიან, თუნდაც მიზერულად, ეს მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს“

0
22
„ტაქსის მძღოლები, ან ძიძები თუ დაიბეგრებიან, თუნდაც მიზერულად, ეს მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს“
„ტაქსის მძღოლები, ან ძიძები თუ დაიბეგრებიან, თუნდაც მიზერულად, ეს მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს“

“არ უნდა დაიჩაგროს კეთილსინდისიერი გადამხდელი, ძალიან მნიშვნელოვანია,რომ გადასახადების ყველა გადამხდელი იყოს თანაბარ პირობებში,“ – ამის შესახებ რადიო “კომერსანტის” გადაცემაში “ეკონომისტის დრო” აუდიტორული კომპანია ნექსია თიეის მმართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა განაცხადა. მანვე ახალი საგადასახადო ინიციატივები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს საგადასახადო კულტურა.

„საგადასახადო კანონმდებლობაში 2017 წლიდან დღემდე არაერთი ფუნდამენტური ცვლილება შევიდა, მათ ერთ-ერთი მათგანი ესტონური მოდელია, რომელმაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად გაამართლა. ამ მოდელის გადმოღებით, კომპანიებს გაუადვილდათ აღრიცხვა და დარჩათ ვაჭრობის განვითარების მეტი რესურსი.

მეორე  და ვფიქრობ, წარმატებული რეგულაცია გახლავთ ავანსების დაბეგვრა დღგ-თი. ამ რეგულაციის მიღება საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევდა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების პირობებში. გასაგებია,რომ რეგულაციის ერთ-ერთი მცირე დისკომფორტი დროში ფულის ღირებულებაა,რომელიც ბიზნესს ადმინისტრირების კუთხვით აწვება. წარსულში ჩვენ გვახსოვს,რომ გარკვეული სამშენებლო კომპანიები ამთავრებდნენ პროექტებს და არ იხდიდნენ დღგს-ს. რაც იწვევდა და იწვევს არათანაბარ მდგომარეობას გადამხდელებს შორის.

მნიშვნელოვანია,რომ ცვლილების ერთ-ერთი მიზანია შეიცვალოს განწყობა, იმ პირებში,რომლებიც  გადასახადს საშიშ წარმონაქმნად თვლიან. ტაქსის მძღოლები, ან ძიძები თუ დაიბეგრებიან, თუნდაც მიზერულად და 1 თეთრით, ეს მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს, ვინაიდან თანთადან ამაღლდება საგადასახადო კულტურა და საზოგადოებას გაუჩნდება სურვილი შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ პროცესში,“ – ამბობს გელა მღებრიშვილი.

მან გააკრიტიკა მივლინების ხარჯთაღრიცვის ნორმა  და განაცხადა, რომ  დასაზუსტებელია საგადასახადო კანონმდებლობაში ე.წ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, იგივე 73-ე მუხლი,რომელიც მისი თქმით, გადასახადების გადამხდელებს დღემდე დიდ ტვირთად აწევს.

commersant.ge