როგორია საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ფასები თბილისის უბნებში

0
72
როგორია საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ფასები თბილისის უბნებში

2017 წლის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გაქირავების ფასმა 1 კვადრატულ მეტრზე 7-7.4 დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და forset-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) პუბლიკაციაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გაქირავების ფასი თითქმის უცვლელია, მაშინ როცა გასაყიდი ფასი თბილისის თითქმის ყველა რაიონში შემცირდა.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა ყველაზე ძვირი 8.53 დოლარი ანუ 21.40 ლარი მთაწმინდის რაიონში; ყველაზე იაფი – 4.35 დოლარი, ანუ 10.91 ლარი გლდანშია.

რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე საშუალო გაქირავების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე – 6.83 დოლარი (17.16 ლარი); ნაძალადევში – 5.08 დოლარი (12.72 ლარი); დიდუბეში – 5.92 დოლარი (14.87 ლარი); ვაკეში – 7.66 დოლარი (19.23 ლარი); ჩუღურეთში – 6.50 დოლარი (16.34 ლარი); ისანში – 6.27 დოლარი (15.77 ლარი); კრწანისში – 7.28 დოლარი (18.27 ლარი); ხოლო სამგორში – 4.83 დოლარი (12.13 ლარი) იყო.

წყარო:BPN.GE