,,ყოველთვიურად ბაზარზე 500 ტონა ქათამი შემოდის, რომელიც საკვებად არ ვარგა”

0
30
,,ყოველთვიურად ბაზარზე 500 ტონა ქათამი შემოდის, რომელიც საკვებად არ ვარგა”
,,ყოველთვიურად ბაზარზე 500 ტონა ქათამი შემოდის, რომელიც საკვებად არ ვარგა”
ადგილობრივი ბაზარზე მაღალი კატეგორიის ქათმის პროდუქციის 90% კომპანია “ჩირინას” უკავია, – ამის შესახებ კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, დაბალხარისხიანი ქათმის იმპორტი ორჯერ შემცირდა, თუმცა ის ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ხვდება საქართველოს ბაზარზე.
 “ვიდრე ჩვენ შემოვიდოდით ბაზარზე, ქათმის ხორცის ძირითადი ნაწილის იმპორტი ხდებოდა, – შემოდიოდა ბრაზილიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ევროპიდან. მაღალი კატეგორიის ქათმის სეგმენტის 90% ჩვენ დავიკავეთ.
 რაც შეეხება დაბალხარისხიან ქათამს, დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა იმპორტი, მაგრამ მაინც დიდი რაოდენობით – 450-500 ტონა ქათამი შემოდის თვეში თურქეთიდან B და C კატეგორიის, რომელიც ფაქტიურად საჭმელად არ ვარგა, მაგრამ იყიდება საცალო ბაზრობაზე” – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
 წყარო: ,,კომერსანტი”