ბანკები მიწის ფლობის უფლებას 3 წლის ვადით ითხოვენ

0
87
ბანკები მიწის ფლობის უფლებას 3 წლის ვადით ითხოვენ
ბანკები მიწის ფლობის უფლებას 3 წლის ვადით ითხოვენ

უცხოური კაპიტალით ფორმირებულ ბანკებს მინიმუმ 3 წლით უნდა ჰქონდეთ სასოფლო–სამეურნეო მიწის ფლობის უფლება, ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე აცხადებს. ბადრი ჯაფარიძის განმარტებით სხვა შემთხვევაში ბანკები სასოფლო–სამეურნეო მიწას სესხის აღების მსურველი ფერმერისგან გირაოში ვერ აიღებს,

„თუ ბანკს ფლობის უფლება არ ექნება ამ სამეურნეო მიწის ან ის შეფასდება ძალიან დაბალ ფასად ან უბრალოდ ვერ დაიგირავებს, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ბანკებზე ასეთი გამონაკლისი არ გავრცელდება დაარტყამს ფერმერებს და ძალიან დიდ უარყოფით ზეგავლენას იქონიებს აგრო პროექტების დაფინანსებაზე, ეს უნდა ესმოდეს ყველას. ბანკს არ ჭირდება სასოფლო–სამეურნეო მიწის ფლობა, ბანკს სჭირდება გარკვეული დრო, იმ შემთხვევაში თუ კი ვერ მოხდა სესხის დაფარვა, რომ ჰქონდეს გარკვეული დრო ამ მიწის რეალიზაციისათვის,რომელიც შესაძლოა დარჩეს ბანკში სესხის არ დაფარვის გამო“, – აცხადებს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.

საბანკო სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გამონაკლისის არარსებობის შემთხვევაში ყველაზე მეტად ფერმერები დაზარალდებიან.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მიწის შესახებ ორგანული კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც განსახილველად მიზნობრივ ჯგუფებთან უკვე გაგზავნილია.

მოამზადა შოთა ხაფავამ