44-მა აფრიკულმა ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა

0
71
44-მა აფრიკულმა ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა

აფრიკული ქვეყნების მეთაურებმა უგანდაში, კერძოდ კი კიგალში, თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც 44 აფრიკულ ქვეყანას მოიცავს.

 ხელშეკრულებამ ხელი უნდა შეუწყოს აფრიკის კონტინენტის ქვეყნების ინტეგრაციას და კონტინენტზე მომდევნო 50 წლის განმავლობაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში ჯამში 1.2 მილიარდიანი ბაზრის კონსოლიდაცია მოხდება.

27-მა ქვეყანამ, ასევე თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებითაც გააფორმა ხელშეკრულება.

თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას ხელი მხოლოდ 10-მა აფრიკულმა ქვეყანამ არ მოაწერა. ხელის არ მომწერთა შორის არის ისეთი აფრიკული ქვეყანა, როგორიცაა ნიგერია. ნიგერია აფრიკულ ქვეყნებში უდიდესი ეკონომიკის და მოსახლეობის მქონე ქვეყანაა. ნიგერიის პრეზიდენტმა ბუჰარმა ტვიტერის გვერდის საშუალებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ არ მოვაწერთ ისეთ ხელშეკრულებას ხელს, რომელიც ადგილობრივ წარმოებას და მეწარმეებს დააზარალებს. ნიგერია არ უნდა გახდეს მზა პროდუქციის გასაღების ბაზარი”, – წერს ნიგერიის პრეზიდენტი.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, ასევე ხელი არ მოაწერა სამხრეთ აფრიკამაც.

იდეა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აფრიკულ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა კონკრეტული ძვრები მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

ბაჩანა ჯინჭარაძე

მომზადებულია cnn.money.com-ის მიხედვით