“ინდუსტრიული პოლიტიკა არის ყველაფრის გამოსავალი რაც ხდება ქვეყანაში”

0
26
“ქვეყანაში, სადაც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროში დაახლოებით 70% მუშაობის ქონების სააგენტოში, ეს უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს”

European.ge-ს სარედაქციო საბჭოს წევრმა, თორნიკე ჩივაძემ გადაცემაში “რეალური სივრცე”, იმ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ისაუბრა რაც დღეს საქართველოს გააჩნია. მისი თქმით, ქვეყანაში არ ტარდება ინსდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც ბევრ პრობლემას მოაგვარებდა.

ჩივაძის განცხადებით, ქვეყანაში, სადაც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროში დაახლოებით 70% მუშაობის ქონების სააგენტოში, ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ამბობს.

“ქვეყანაში, სადაც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროში დაახლოებით 70% მუშაობის ქონების სააგენტოში, ეს უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენი ეკონომიკის ძირითადი ფუნქცია არის ყიდვა-გაყიდვა, რომელიც ძირითადად ეხება პრივატიზაციის სამსახურს. ჩვენი ეკონომიკის სამინისტრო არ ატარებს ინდუსტრიულ პოლიტიკას. ინდუსტრიული პოლიტიკა არის ყველაფრის გამოსავალი რაც ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში არ მიმდინარეობს ანალიზი დარგობრივ დონეებზე, წარმოების დონეებზე და ა.შ. ქვეყანას არ გააჩნია ინდუსტრიული განვითარების არც ფინანსური  და არც ინსტიტუციონალური მექანიზმი.

ქვეყანას სჭირდება პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ელიტა, რომელიც ცდილობს ქვეყნის ინდუსტრიული კაპიტალის წინ წამოწევას. მაშინ, როცა დღევანდელი ეკონომიკური ელიტის ინტერესი არის ფინანსური კაპიტალის წინ წამოწევა – სწორედ ამის შედეგია ის, რაც აგარაში ხდება.

ის, რომ ჩვენ გვაქვს ქალაქი – საწარმოები, უკვე ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნაზე ადგილობრივ დონეებზე. ესაა სახელმწიფოს ინდუსტრიული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოში უარყოფილია ყველა მთავრობის მიერ, რომლებიც აბსოლუტურ ნორმად იღებენ ლიბერალური ჩაურევლობის დოგმას.

მაგალითისთვის ჩვენ შეგვიძლია უამრავი საწარმოს მაგალითი მოვიყვანოთ. ყველაზე კარგი მაგალითი, რომელიც ახლა მაგონდება არის სამხერთ კორეული საწარმო პუსკო, რომელიც სახელმწიფომ დაარსა 60-იან წლებში. მსოფლიო ბანკი ამას ეწინააღმდეგებოდა, როგორც კორეის შედარებით არაუპირატესობას. თუმცა, დღეს, მსოფლიო ბანკი აღიარებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სახელმწიფო საწარმო.

ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სურს ინვესტორს, მხოლოდ ერთი მიდგომა არ არის ჭეშმარიტი. თუმცა ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში განსაზღვრავდა განვითარებული ქვეყნების წარმატებას, მაინცდამაინც არ გულისხმობს ინვესტორების ხელშეუხებლობას. შეიძლება სხვადასხვა დარგში შეზღუდვები იყოს. ეს ცოტა სხვა საკითხია, თუმცა ჭეშმარიტებად გამოყვანა იმისა, რომ ერთადერთი გზა არის ჩაურევლობა, ჩემი აზრით, არასწორია”, – განაცხადა ჩივაძემ.

 

სანდრო პირველი