საქართველო მწეველთა რაოდენობით მსოფლიოში მე-6, ევროპაში კი 2 ადგილზეა

0
40
საქართველო მწეველთა რაოდენობით მსოფლიოში მე-6, ევროპაში, კი მეორე ადგილზეა

საქართველო, მწეველთა რაოდენობის მიხედვით, ევროპაში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში, მე-6 ადგილზე. მონაცემები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას ეყრდნობა.

ჩეხმა კარტოგრაფმა, მათემატიკოსმა და ლინგვისტმა იაკონ მერიანმა გრაფიკული გამოსახულება შექმნა, სადაც ევროპაში მწეველ მამაკაცთა პროცენტული რაოდენობაა დატანილი.
 

თამბაქოს გავრცელება(%) ევროპის ქვეყნებში, მამაკაცები 15 წელს ზემოთ

​როგორც რუკაზე ჩანს, ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებში მწეველთა რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში.

 

TOP 10 ქვეყანა მწეველთა რაოდენობის მიხედვით

  1. ინდონეზია – 76.2%
  2. იორდანია – 70.2%
  3. კირიბატი – 63.9%
  4. სიერა-ლეონე – 60%
  5. რუსეთის ფედერაცია – 59%
  6. საქართველო – 57.7%
  7. ლაოსი – 56.6%
  8. ლესოთო – 55.1%
  9. კუბა – 52.7%
  10. საბერძნეთი – 52.6%

Top 10 ქვეყანა, სადაც მწეველთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებია

  1. ეთიოპია – 8.9%
  2. პანამა – 10.6%
  3. ბარბადოსი – 13.1%
  4. განა – 13.1%
  5. ეკვადორი – 14%
  6. კოლუმბია – 16%
  7. უგანდა – 16.4%
  8. ავსტრალია – 16.7%
  9. ირლანდია – 17%
  10. ახალი ზელანდია – 17.2%

თამბაქოს გავრცელება(%) ევროპის ქვეყნებში, ქალები 15 წელს ზემოთ

წყარო: 1tv.ge