სააკაშვილი: მალდივის კუნძულებზე ჯდომას კიევის ციხეში ჯდომა მირჩევნია

0
17
სააკაშვილი: მალდივის კუნძულებზე ჯდომას კიევის ციხეში ჯდომა მირჩევნია

პოლიტიკური პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ განცხადებას აკეთებს, სადაც უკრაინის პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობას აკრიტიკებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მალდივებზე ოფშორები აქვს, თუმცა თავად, როგორც აღნიშნავს, საპრეზიდენტო კუნძულებზე ჯდომას, უკრაინის საპყრობილეში ყოფნა ურჩევნია.

“ჩემთვის კიევის თოვლი ბევრად მშობლიურია, ვიდრე სხვა ყველაფერი დანარჩენი. მალდივის საპრეზიდენტო კუნძულებზეც რომ გამიშვან ერთი წლით, აქ ციხეში ჯდომა მირჩევნია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ”, – აღნიშნავს სააკაშვილი.