Home » ფინანსები » 2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 5.6%-ით გაიზარდა
2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 5.6%-ით გაიზარდა

2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 5.6%-ით გაიზარდა

2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.6 %-ით (6.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9% იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.0% მოდიოდა.

მათივე ცნობით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2 მლნ აშშ დოლარი (50.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.0 მლნ აშშ დოლარისა (46.8 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

Share