Home » ფინანსები » 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 52 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 52 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 52 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა

საქართველში დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. რიგით მე-5 პრეზიდენტის არჩევა ქვეყანას 52 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ტური 28 ოქტომბერს იყო და მისი ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყო. აქედან 32,127,177 ლარი არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,190,617 ლარი; საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კი 2,111,674 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის არჩევნების პირველ ტურზე, 7,238,050 ლარი უნდა დახარჯულიყო.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს, მისი ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 10,583,022

ლარი გამოიყო. აქედან 10,034,572 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 167,000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 381,450 ლარია გათვალისწინებული.

bpn.ge

Share