Home » საზოგადოება » 2018-2020 წლებში წყალმომარაგება GWP-ს 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა

2018-2020 წლებში წყალმომარაგება GWP-ს 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა

GWP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სოფო ნატროშვილის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, რომელიც ორიენტირებულია წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებაზე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომხმარებლების მომსახურების ხარისხი.

„მაღალი ხარისხის სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილური უზრუნველყოფა მუდმივად მოითხოვს ინვესტირებას კომპანიის მხრიდან. 2018-2020 წლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 300 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ორიენტირებული იყო კომპანიის ინფრასტრუქტურის – მაგისტრალური ქსელების, სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და სატუმბე სადგურების განახლება-განვითარებაზე. აღნიშნული პროექტების შედეგად 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება“ – განაცხადა სოფო ნატროშვილმა.

მისი თქმით, მომავალ სამ წელიწადში კომპანია 200 მლნ. ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის.

თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია 2020 წლის ადამიანი?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share