სემეკმა ჰიდროელექტროსადგურებსა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ტარიფები დაუდგინა

0
73
სემეკმა ჰიდროელექტროსადგურებსა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ტარიფები დაუდგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისია – სემეკმა 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციის“ საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დაუდგინა.

„რიონჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 ტარიფი განისაზღვრა 4.060 თეთრი/კვტსთ-ით; „გუმათჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისთვის შეადგენს – 2.209 თეთრი/კვტსთ-ს; „ლაჯანურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 1.679 თეთრი/კვტსთ-ს; „ძევრულჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 1.986 თეთრი/კვტსთ-ს, ხოლო „შაორჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 2.747 თეთრი/კვტსთ-ს.

ამავე სხდომაზე დადგინდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები. კერძოდ, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისთვის განისაზღვრა 1.323 თეთრი/კვტსთ-ით. დისპეტჩერიზაციის ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მაისამდე განისაზღვრა 0.092 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო 2018 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 0.412 თეთრი/კვტსთ-ით.