წინასაახალწლოდ, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება

0
59
წინასაახალწლოდ, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება
წინასაახალწლოდ, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს I ხაზზე, („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) პიკის საათებში მცირდება მატარებლების მოძრაობის ინტერვალი. კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს I ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. მატარებლები იმოძრავებენ 3 წუთიანი შუალედით. გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის მეტრო შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგით და ინტერვალით იმუშავებს.