პირველი უალკოჰოლო, კანაფის შემცველი ღვინო, რომელიც გაყიდვაში 2018 წლიდან გამოვა

0
13
პირველი უალკოჰოლო, კანაფის შემცველი ღვინო, რომელიც გაყიდვაში 2018 წლიდან გამოვა

2018 წლის იანვარიდან, მაშინ როდესაც კანაფთან დაკავშირებით კალიფორნიის შტატში ახალი რეგულაციები შედის ძალაში, კალიფორნიული ღვინის კომპანია California’s Rebel Coast Winery ბაზარზე გასაყიდად ახალ ღვინოს უშვებს, რომელიც კანაფის შემცველი იქნება.

ღვინის ინდუსტრიაში მსგავსი ტიპის პროდუქციის გამოშვება პირველად მოხდება.

Rebel Coast Winery-ის ინფორმაციით, თითო ღვინის ბოთლი შეიცავს 16 გრამამდე კანაბინოიდს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტეტრაჰიდროკანაბინოლი. მათივე ინფორმაციით, 15 წუთია საჭირო იმისათვის, რათა ეფექტი საგრძნობი გახდეს და მას ნაბახუსევის ეფექტი არ გააჩნია.

„მეღვინეები წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ისეთი მეთოდის დადგენას, რომ ღვინოდან ალკოჰოლის შემცველობა გამოედევნათ, შემდეგ კანაფის ნაზავი მიეღოთ, თან ისე რომ ხარისხიანი ყოფილიყო“, – აცხადებს California’s Rebel Coast Winery-ის თანადამფუძნებელი ალექს ჰოუვი.

მისი დამზადება შესაძლებელია იმ ტრადიციული ყურძნის ჯიშებიც საშუალებით, რითაც მზადდება ღვინო, თუმცა ექნება მარიხუანას სუნი და ლემონგრასის, ლავანდისა და ციტრუსების არომატიც.

კალიფორნიაში 2018 წლის იანვრიდან მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მარიხუანა ლეგალური გახდება.

ქარხანა ჯერჯერობით წინასწარ შეკვეთებს იღებს, ხოლო 2018 წლიდან უკვე გეგმავს მის გავრცელებას კალიფორნიის მასშტაბით 500-ზე მეტ დისპანსერში. სამომავლოდ კი მისი გავრცელება იგეგმება სხვა შტატებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იქ, სადაც სარეკრეაციო მარიხუანას მოხმარება ლეგალურია.

ბაჩო ჯინჭარაძე