“ნულოვანი ტოლერანტობის” ერთ-ერთ ავტორს “ტოლერანტობის ქომაგის” სიგელი გადაეცა

0
83
“ნულოვანი ტოლერანტობის” ერთ-ერთ ავტორს “ტოლერანტობის ქომაგის” სიგელი გადაეცა

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეთნიკურმა საბჭოებმა საქართველოშიტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვისრესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესა და “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიას “ტოლერანტობის ქომაგის” წოდება მიანიჭა.

“ეს ადამიანები გამოირჩევიან თავიანთი გამბედაობითა და ტოლერანტობის ერთგულებით”, _ განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემბოკერიასადა სამნიძის გარდა, რელიგიათა და ეთნიკური საბჭოების ტოლერანტობის ქომაგის სიგელი გადაეცათ მწერლებს: გურამ ოდიშარიასა და ლაშა ბუღაძეს, აგრეთვე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, გაზეთ გურჯისტანსა” და მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების კავკასიურუნივერსიტეტს.

“პასუხისმგებლობა საზოგადოების ყველა წევრს გვაქვს თავისუფლების დაცვის საკითხებში, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ხალხს, ვინც პოლიტიკაში ვართ, ვისი მოვალეობაც არის სხვისი თავისუფლების დაცვა. ჩვენმა ქვეყანამ წლების განმავლობაში წინ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ და ეს, პირველ რიგში, არის ჩვენი, პოლიტიკოსების, ბრალი; მათი, ვისი მოვალეობაც იყო აქ მეტი პროგრესის მიღწევა. თავისუფლებას ჰყავს ღია მტრები, ჩვენ მათ ვხედავთ ყოველდღე, მაგრამ ზოგჯერ ღია მტრებზე უფრო მეტი საფრთხე არიან ადამიანები, ვინც გულგრილობას იჩენს იმის მიმართ, ვინც კარს უღებს თავისუფლების მტრებს, ვინც საკმარისს არ აკეთებს თავისუფლების მტრების წინააღმდეგ და სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვლაპარაკობ ჩვენს, ჩემს პასუხისმგებლობაზე მთელი ამ წლების განმავლობაშიც და დღესაც. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თქვენნაირი ხალხის წყალობით ჩვენ ამ ქვეყანაში აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილსაც და გულგრილობასაც”, _ მიმართა ბოკერიამ რელიგიათა საბჭოს.

თავისუფლების ინსტიტუტის” ერთერთი დამფუძნებელი გიგა ბოკერია სააკაშვილისხელისუფლების რუხ კარდინალად რომ მიიჩნეოდაარახალია და მის სახელსდანაშაულებრივი რეჟიმის არაერთი ბრალდება უკავშირდებაბოკერია დღესაც ცინიკურადაცხადებსრომ ვარდებით მოსული ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკანულოვანი ტოლერანტობის” შესახებ სწორი გადაწყვეტილება იყოდიახ, “ნაციონალურიმოძრაობის” პოლიტიკა “ყველანი ციხეში” თურმე სწორი მიდგომა ყოფილასწორედნულოვნი ტოლერანტობა გახდა საფუძველი სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკისასაფუძველიშეკერილი საქმეებით ადამიანების ციხეში გამოკეტვისა და ხშირად მათი სადისტურადწამებისამიუხედავად იმისარომ ბოკერიას მიმართ კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულიპირების მიერ არაერთხელ გაისმაის დღესაც აქტიურ პოლიტიკაშია და მეტიც, “ქართულიოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას მან “ტოლერანტობის სიგელიც” კი დაიმსახურა.

“საქართველო და მსოფლიო” ბოკერიას მიმართ გამოთქმულ რამდენიმე ბრალდებაზე კიდევ ერთხელ შეაჩერებს თქვენს ყურადღებას.

სიგელი

ერთერთი პოლიტპატიმარირომელიც სააკაშვილის რეჟიმის პატიმარი იყოჯერ კიდევწლების წინათ ამბობდა: “ალბათეს იქნება გამოძიების საგანი.ციხის ბუნტის საქმემეციხეში ვიყავი და არავითარ ბუნტს არ ჰქონია ადგილი და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანირომ საზოგადებაში შიში დაენერგათამის ერთერთი მოთავე იყო ბატონი გიგა ბოკერიაისშტაბს უშუალოდ ხელმძღვანელობდა და მისი შეგულიანებით მიიღო ამ პროცესმა ასეთიხასიათი”.

* ციხეში ყოფნისას და მას შემდეგაც კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხანმოლაშვილი დაუფარავად საუბრობდა მასზე განხორციელებულ ძალადობაზე და ამაში იგი სხვა პირებთან ერთად “ტოლერანტობის ქომაგ” ბოკერიასაც ადანაშაულებდა: ოთახში ბნელოდათვალი მქონდა ახვეულიმაგრამ კარგად გავარჩიევინ მონაწილეობდა ჩემს წამებაშიისინიიყვნენგიგა ბოკერიაზურაბ ადეიშვილიგოგა გრიგალაშვილი და სხვები… გიგა ბოკერიაიყო ის ადამიანირომელსაც გააჩნდა დასაჭერი ხალხის სიასიას ადეიშვილთან ერთადგანიხილავდნენ და ის გოგობიჭები _ კალმახელიძეები და ახალაიები ამ მზაკვრულ გეგმასპიონერებივით არულებდნენ”, _ ამბობდა სულხან მოლაშვილი.

* ერთ-ერთ ინტერვიუში მამა ბასილ მკალავიშვილი მასთან მისული სპეცრაზმელის ნაამბობს იხსენებს: როგორც მიამბოგიგა ბოკერიას მიერ გამოგზავნილმა პიროვნებამ ბუნტის დროსრკინის ხელკეტი მისცა ხელშირომელიც არეულობის დროს სულხან მოლაშვილისთვის დაჩემთვის კეფაში უნდა ჩაერტყა და მოვეკალით…”

* სანდრო გირგვლიანის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ნინო ბურჯანაძემსასამართლოზე განაცხადა, რომ გიგი უგულავაგიგა ბოკერიაკახა ლომაია და ნიკა რურუასააკაშვილს არწმუნებდნენრომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებისდასჯის შემთხვევაში სახელმწიფო სისტემა ჩამოიშლებოდა და რომ ახალაიას დასჯისკატეგორიული წინააღმდეგი გიგა ბოკერია იყო.

რადიკალური იყო ტოლერანტობის ქომაგი ბოკერია 7 ნოემბერს თუ 26 მაისს დარბეული მომიტინგეების წინააღმდეგაც. როგორც მაშინვე ითქვა, ტელეკომპანია “იმედის” დარბევის საქმეშიც დიდია ბოკერიას წვლილი.

მოკლედ, ეს საკმაოდ ტევადი და, ამასთანავე, მცირე ჩამონათვალია იმ საქმეებისა, რომლებშიც გიგა ბოკერიას სახელი, სულ მცირე, არასასურველ კონტექსტშია მოხსენიებული, თუმცა როგორც ხედავთ, ყოველივე ამას ხელი არ შეუშლია სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთვის, “ტოლერანტობის ქომაგის” სიგელი გადაეცა სააკაშვილის რეჟიმის რუხ კარდინალად წოდებულ გიგა ბოკერიასთვის, რაც კოჰაბიტაციის შედეგის მორიგი ტოლერანტული გამოვლინებაა…

P.S. “კავკასიური სახლის” გამგეობის თავმჯდომარემმწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხოდამცველს დაუბრუნა რამდენიმე წლის წინათ მიღებული ჯილდო ტოლერანტობისკულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვისნაირა გელაშვილისთქმითგადაწყვეტილების მიზეზი არის ისრომ “ტოლერანტობის ქომაგის” ჯილდო გიგაბოკერიას და ნიკა გვარამიასაც გადაეცა. “ტოლერანტობის ქომაგის” წოდება მიანიჭესბოროტმოქმედებსკრიმინალურ სუბიექტებსა და სისხლის სამართლის დამნაშავეებსრომლებიცწესითციხეში უნდა ისხდნენ და იმიტომ არიან გარეთრომ ქვეყანას არაღმოაჩნდა ძალააღესრულებინა მართლმსაჯულებაეს ჯილდო სრულიადდამსახურებისამებრ მოგვანიჭეს და ის ჩვენთვის ძვირფასი იყომაგრამ ახლა ის გიგაბოკერიასგვარამიას, “რუსთავის 2”- გადაეცამათვინც უშუალოდ მონაწილეობდა ხალხისდარბევაშიგაუბედურებასა და წამებაშიამ ჯილდომ უკვე თავისი თავი თვითონ გადახაზადა გააბათილა”, _ განაცხადა ნაირა გელაშვილმა და დასძინარომ “კავკასიურმა სახლმა” ჯილდო იმისთვის მიიღორომ “დასაცავებს იცავდა”.

წყარო