თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

0
12
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.

საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი – გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი – დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონის გამგებლობის კანდიდატი – ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონის გამგებლობის კანდიდატი – ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატი – ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებლობის კანდიდატი – ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატი – ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატი – ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონის გამგებლობის კანდიდატი – კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი – დავით კერესელიძე.

 თბილისის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურები საკრებულოს გადაეგზავნება.

კახა კალაძემ კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.