კატალონიის კრიზისი ესპანეთს შესაძლოა, 27 მილიარდი ევრო დაუჯდეს

0
17
კატალონიის კრიზისი ესპანეთს შესაძლოა, 27 მილიარდი ევრო დაუჯდეს

კატალონიის კრიზისმა შესაძლოა, ესპანეთის ეკონომიკა 27 მილიარდი ევროთი დააზარალოს – წერს El Pais. ქვეყნის ბიუჯეტში მოსალოდნელი ზარალის შესახებ საგანგებო განცხადება ესპანეთის ეროვნულმა ბანკმა წლიური ანგარიშის შედგენის შემდეგ გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ 2018-2019 წლებში დაგეგმილი პროექტების 60% შესაძლოა, შეჩერდეს, რაც ქვეყნის მშპ-ს 0,3%-დან 2,25%-მდე ზარალს მიაყენებს.

კატალონიაში მიმდინარე პროცესების ფონზე რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის ეროვნული ბანკის დირექტორმა ლუის ლინდემ ორივე მხარეს მოუწოდა, ვითარების ესკალაციისგან თავი შეეკავებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეექმნებოდა.

ლუის ლინდეს განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ქვეყანა 2008-2012 წლების ეკონომიკური კრიზისის ფაზაში დაბრუნდეს.

1tv.ge