დავით ნარმანია: 10-ქულიანი სისტემიდან ჩემ თავს 8 ქულას დავუწერდი

0
36
დავით ნარმანია: 10-ქულიანი სისტემიდან ჩემ თავს 8 ქულას დავუწერდი

თბილისის მერი დავით ნარმანია მერის პოსტზე საკუთარ საქმიანობას 10-ქულიანი სისტემიდან 8 ქულით აფასებს. როგორც ნარმანიამ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, 2 ქულა, რაც საკუთარი საქმიანობის შეფასებას დააკლო, ორი დაპირების შეუსრულებლობას უკავშირდება.

„მე საერთოდ, ბუნებით ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც უფრო მეტს ვაკეთებ, სულ უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფ ადამიანებსაც, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში არ ვასვენებდი. სულ მინდოდა ახალი პროექტები, კიდევ უფრო მეტი შედეგი. ასე რომ, 10-ქულიანი სისტემით ჩემ თავს 8-ს დავუწერდი. შეუსრულებელი დიდი და მნიშვნელოვანი დაპირებები არ მაქვს. ყველაზე მთავარი, რაც დამაკლდა, ესაა ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტი, რომელიც მზადაა, ტერიტორია შერჩეულია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე და პროექტი გაკეთებულია, ტექნიკური ნაწილი, ყველაფერი მზადაა, მშენებლობის ნებართვაც არსებობს, მაგრამ ფინანსური რესურსების შეზღუდვიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვასწარი – ეს არის ერთი მთავარი ნაწილი ჩემი ასე ვთქვათ, შეუსრულებელი დაპირებისა, თუმცა სწორი ორიენტირი არჩეულია და გარკვეული ნაწილი ამ საქმისა გაკეთებულია. მეორე ესაა, გამწვანების კომპონენტი – მოსახლეობას დავპირდით 1 მილიონ ხეს და 700 ათასი გვაქვს დარგული. გახარების მაჩვენებელი პრინციპში კარგია, თუმცა მილიონამდე ვერ ავედით“, – აღნიშნა ნარმანიამ.