ქართული წარმოების უნაკერო მილები ექსპორტზე ევროკავშირის შემდეგ აშშ-შიც გავა

0
32
ქართული წარმოების უნაკერო მილები ექსპორტზე ევროკავშირის შემდეგ აშშ-შიც გავა
ქართული წარმოების მილები ექსპორტზე აშშ-ში გავა

ქართული წარმოების უნაკერო მილები, რომლის დამამზადებელია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ექსპორტზე აშშ-ში ნოემბრის თვეში გავა. რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანა ევროკავშირში უკვე გაიტანა 20 ათას ტონამდე უნაკერო მილები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი პროდუქცია – არმატურა, ექსპორტზე მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში გადის, რადგან სხვა ქვეყნებში მისი გატანა არარენტაბელურია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ხოლო ამერიკაში ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ტონის გატანაა დაგეგმილი.

“ჯერ არის საწყისი მოცულობები, დაახლოებით 1000 ტონა. ეს მოცულობები, იმის მიხედვით თუ როგორი იქნება ხარისხის მოთხოვნა აშშ-ში და როგორ გაიზრდება მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე, ჰპოვებს ასახვას ჩვენს მიწოდებაშიც.ევროკავშირიდან მოთხვნა საკმაოდ მაღალია. ექსპორტზე გადის მთელ რიგ ქვეყნებში, იტალიაში, პოლონეთში,გერმანია, რუმინეთი. ევროკავშირში სტაბილურად ვაგზავნით დაახლოებით 1500-2000 ტონამდე თვეში.”, – აცხადებს რუსთავის მეტალურგიული ქარხანის გენერალური დირექტორი, ნუგზარ კაჩუხაშვილი.

 

სანდრო პირველი