ვისოლ ჯგუფი ავტობანზე მეორე მინიქალაქს მომავალ წელს გახსნის

0
166
ვისოლ ჯგუფი ავტობანზე მეორე მინიქალაქს მომავალ წელს გახსნის

ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, აქტიურ ფაზაშია ავტობანზე მინიქალაქის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს გაიხსნება.

ფხაკაძის თქმით, ეს იქნება გორის მინიქალაქზე უფრო დიდი ობიექტი, სადაც ვისოლის გასამართი სადგური, სმარტი, ვენდისი, დანქინ დონატსი, ფარმადეპოს აფთიაქი, საქართველოს ბანკი და სხვა ობიექტები იქნება.

ფხაკაძის თქმით ესაა რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია.

გაცხადებული ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონ დოლარზე მეტი იქნება, გარდა მიწის ნაკვეთისა. “ეს იქნება ობიექტი, რომელსაც ექნება პრეტენზია მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში მოხვდეს”. – აცხადებს სოსო ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა გამოცემამ “Telegraph”-მა “ვისოლ ჯგუფის” გორის “დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი” დიზაინის, ინოვაციებისა და გარემოსთან სტრუქტურული კავშირის გათვალისწინებით, მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა

წყარო: GBC