“მიწა საკმაოდ მგრძნობიარე რესურსია, თუმცა მსხვილ საინვესტიციო პროექტებს ხელი არ უნდა შეეშალოს”

0
22

საქართველოს მსგავს მცირემიწიან ქვეყანაში მიწა საკმაოდ მგრძნობიარე რესურსია, ამიტომ ჩვენ გვმართებს ძალიან სერიოზული ბალანსის დაჭერა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიწასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მსხვილ საინვესტიციო პროექტებს ხელი არ უნდა შეეშალოს და ამის დისკრეცია მთავრობას უნდა ჰქონდეს.

“სხვა მიმართულებით მიწა არის საკმაოდ შეზღუდული და საქართველოს მსგავს მცირემიწიან ქვეყანაში საკმაოდ მგრძნობიარე, სოციალური რესურსი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ გვმართებს ძალიან სერიოზული ბალანსის დაჭერა”, – განაცხადა გახარიამ.