დოლარი ძლიერდება, ნავთობი კი ეცემა – კვირის ფუნდამენტალური სიახლეები

0
30
სავარაუდოდ, დოლარი კურსი დაეცემა, ნედლი ნავთობის ფასი გაიზრდება - კვირის ფუნდამენტალური სიახლეები

ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ გასული კვირის ის მნიშვნელოვანი ამბები, რომლებმაც სავალუტო ბაზარზე რყევების გამო ყურადღება მიიქცია და დამდეგი კვირის ის ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც დიდი ალბათობით ზეგავლენას მოახდენენ საფინანსო ბაზრებზე.

– ახალზელანდიაში, ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, პარლამენტსი გავიდა ნაციონალური და ლეიბორისტული პარტიები ასევე პარტია „ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა“ სავარაუდოდ მოლაპარაკებები კოალიციური მთვრობის შესაქმნელად აქ ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. შესაბამისად ნოემბრის ბოლომდე ზელანდიური დოლარი იქნება ზეწოლის ქვეშ.

– ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა გერმანიაშიც. სადაც 21 % მდე შევიდა ანგელა მერკელის პარტია, სოციალ დემოკრატიული პარტია 20% მდე და კიდევ 9% ნაციონალები.. ფაქტიურად ანგელა მერკელის პარტიას ხანგრძლივი მოლაპარაკებების გამართვა მოუწევთ სოციალ დემოკრატებთან რაც სავარაუდოდ შესაძლებელია დეკემბრის შუა რიცხვებამდეც გასტანოს. შესაბამისად ეს სიტუაცია ევროს ამყოფებს ზეწოლის ქვეშ. თუმცა ამ კვირაში ხუთშაბათამდე ევროს დაცემას დოლარის მიმართ 1,17 დაბლა არ ველოდებით.

– წინა კვირას იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა გაიმეოროს თავის მოვალეობა კვლავ შეისყოდოს 80 ტრილოიონი იენას აქტივები, იგი ექსტრა რბილი ფულად საკრედიტო პოლიტიკის მომხრეა. ისინი მზად არიან იმისათვის, რომ მიაღწიონ 2% იან ინფლაციას დამატებითი ზომები მიიღონ შერბილების პოლიტიკის კუთხით. უნდა შევნიშნოთ რომ იენა,როგორც ოქრო და ფრანკი,გეოპოლიტიკური რიცს ფაქტორების გააქტიურებისა და ბაზრებზე შექმნილი გაურკვევლობის შემთხვევაში წარმოადგენს თავშესაფარს ინვესტორებისათვის. აშშ -ს ფსს ის განცხადებებისა და იაპონიის ბანკის გეგმების ფონზე აშშ/იენას წყვილისათვის მზადდება დიდი აღმავალი იმპულსი .

– ოქროს ფასი, როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე 1300$ ის დაბლა იქნება.“ძრავი“რომელიც მას ზემოთ აიყვანს ამ მომენტისათვის მხოლოდ ჩრდილო კორეის განცხადებებში დევს. თუმცა სავარაუდოდ იმ კვირაში კრიტიკულ განცხადებებს ჩრდილო კორეიდან ნაკლებად უნდა ველოდოთ.

– ნავთობს ფასი კორექციაზეა შემოსული. არ დაგვავიწყდეს რომ თუ თურქეთის პრეზიდენტმა მუქარა შეასრულა ექსპორტზე გამავალი ნავთობის მილი გადაკვეთა, ნედლი ნავთობის ფასი გაიზრდება. არ გამოვრიცხავთ , რომ ბრენტი ნავთობის ფასებმა ჯერ 60 იანი მერე 62 იანი დონეც დატესტოს სეართოდ დოლარის გარშემო ამ მომენტისათვის სიტუაცია შემდეგნაირია, წინამდებარე კვირა მისთვის გადამწყვეტია. ჩვენ გავიგებთ გააგრძელებს თუ არა იგი ზრდის ტენდენციას. ეკონომიკური კალენდარიც არაა მწირი და სავარაუდოდ, დიდი ალბათობით პარასკევის არასასოფლოსამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც დადებითი გამოვა. მალე ასევე გამოვა ამერიკის ეკონომიკის მე 4 კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლები რომელიც ახლო მომავალში დოლარის ბედის განსაზღვრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე, რომ დოლარის დაღმა სვლა მოსალოდნელია და ეს იმ კვირაში თუ არა შემდგომში მაინც აუცილებლად მოხდება.

ახლა გადავიდეთ დამდეგი კვირის ის ფუნდამენტური ფაქტორების განხილვაზე, რომლებმაც შესაძლებელია სავალუტო ბაზარზე შესამჩნევი რყევები გამიწვიოს:

– ორშაბათი 2 ოქტომბერი,
– 03.50 წთ. იაპონიიდან გამოდის ორი მაჩვენებელი, მსხვილი მწარმოებლების განწყობის ინდექსი (მე 3 კვ) და მასხვილი არასამრეწველო კომპანიების განწყობის ინდექსი (მე 3 კვ)
– 11.55 წთ. გერმანიიდან გამოდის მე 3 კვარტლის საწარმოოს სფეროში საქმიანი აქტივობის ინდექსის მაჩვენებელი.(PMI)
– 12.30წთ. დიდი ბრიტანეთიდან გამოდის მე 3 კვარტლის მაჩვენებელი, სამეწარმეო სექტორში საქმიანი აქტივიბის ინდექსი (PMI)
– 18.00 სთ. აშშ დან გამოდის მე 3 კვარტლის მაჩვენებელი, სამეწარმეო სექტორში საქმიანი აქტივიბის ინდექსი (PMI)

– სამშაბათი 3 ოქტომბერი. 
– 07. 30 წთ ავსტრალიიდან გამოცის ინფორმაცია საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ ავსტრალიის რეგულატორმა გაამკაცრა ფულად საკრედიტო პოლიტიკა ავსტრალიური დოლარის გამყარების მომსწრენნი გავხვდებით.
– 12.30წთ დიდი ბრიტანეთიდან გამოდის ინფორმაცია სექტემბრის თვეში საამშენებლო სექტორში საქმიანი აქტივების ინდექსის შესახებ.

– ოთხშაბათი, 4 ოქტომბერი.
– 12.30 წთ. ბრიტანეთიდან გამოდის ინფორმაცია მომსახურეობის სფეროში საქმიანი ატივობის ინდექსის შესახებ.
– 16.15 წთ. ამერიკიდან გამოდის ინფორმაცია, არასასოფლოსამეურნეო სექტორში ,სექტემბის თვეში დასაქმებულთა რიცხოვნობის ცვლილების შესახებ ( 400 ათასი კომპანიიის მონაცემზე დაყრდნობით გამოთვლილი.)
– 18..00 სთ ზე . ასევე ამერიკიდან გამოდის ინფორმაცია სექტემბრის თვეში,არასამეწარმეო სექტორში საქმიანი აქტიურობის ინდექსის შესახებ. (PMI)
– 18.30 სთ. აშშ დან ველოდებით ინფორმაციას ნედლი ნავთობის მარაგების შესახებ.

– ხუთშაბათი, 5 ოქტომბერი .
– 04.30თ , ავსტრალიიდან გამოდის მონაცემი აგვისტოს თვეში საცალო გაყიდვების მოცულობის შესახებ.
– 15.30 წთ. ევროპის ცენტრალური ბანკი გამოაქვეყნებს მონეტარული პოლიტიკის შესახენ სხდობის ოქმს. აღნიშნული პუბლიკაცია ევროს კურსზე დიდი ალბათობით იქონიებს ზეგავლენას,გვექნება მერყეობები.

– პარასკევი, 6 სექტემბერი:
– 14.30 წთ. აშშ დან გამოდის არასასოფლოსამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობის ცვლილების შესახებ. რომელისაც სავარაუდოდ ველოდებით დადებითს, ბზრებზე იქნება მერყეობა . დადებითი მონაცემის გამოსვლის შემთხვევაში მოხდება დოლარის გამყარება თითქმის ყველა წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების ვალუტების მიმართ.
– 16.30 წთ. ასევე აშშ დან გამოდის სექტემბრის თვეში უმუშევართა რაოდენობის ცვლილების შესახებ, როგორც მოგეხსენებათ ესეც ასევე მნიშვნელოვანი მონაცემია.
სწორედ ამ ორ მონაცემის მაჩვენებლებზე დიდადაა დამოკიდებული ,ამერიკული რეგულატორი მესამედ მოახდენს თუ არა საპროცენტო განაკვეთის აწევას.
– 16.30 წთ კანადიდან გამოდის ორი მაჩვენებელი: სექტემბრის თვეში დასაქმებულთა ცვლილების შესახებ და სექტემბრის თვეში საქმიანი აქტივობის ინდექსის შესახებ.

იმ შემთხვევაში თუ აშშ (NONFARM) გვექნება პოზიტიური და კანადაში დასაქმებულთა რიცხოვნობის რაოდენობა შემცირებული აშშ/კანადის დოლარის წყვილი ძლიერი იმპულსით დაიძვრება ზემოთ.

არ დაგვავიწყდეს ,რომ დამდეგ კვირაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არის დღესასწაული და არასამუშაო დღეებია.

ნიკა შენგელია
ეკონომიკის დოქტორი,პროფესორი. ეფიქს გრუპის მთავარი ანალ
იტიკოსი