მექვაბიშვილის პირველი ნაბიჯები – 3 მოადგილიდან 2 განთავისუფლებულია

0
49
მექვაბიშვილის პირველი ნაბიჯები - 3 მოადგილიდან 2 განთავისუფლებულია

აუდიტის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, ირაკლი მექვაბიშვილმა სამი მოადგილიდან ორი გაათავისუფლა, მათ შორისაა ნინო ლომჯარიაც.

ლომჯარია 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძვანელის მოადგილედ.

თანამდებობაზე დარჩა  ნოდარ ჯავახიშვილი. მას 2015 -2016 წლებში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი 2011 -2014 წლებში „ქართუ ბანკის”  გენერალური დირექტორი იყო.

გენერალური აუდიტორი მოადგილეებს დღეს წარადგენს.