“გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” მიხედვით საქართველო მსოფლიოში 67–ე ადგილზეა

0
17

მიმდინარე კვირას მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა – WEF “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ გვერდზე წერენ, გლობალური ფინანსური კრიზისის დასრულებიდან ათი წლის შემდეგაც, მდგრადი ეკონომიკური პროცესების აღდგენის პერსპექტივები კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება მსოფლიოს ლიდერი პოლიტიკოსების მხრიდან ფართომასშტაბიანი მარცხის გამო.

ანგარიში 140 ქვეყნის მდგომარეობას ასახავს. რიგითობა მრავალი კომპონენტის მიხედვით არის შედგენილი, დაწყებული ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლიდან, დამთავრებული სამუშაო ძალაში ქალთა ჩართულობის ღირებულების შემცირებით. ქვეყნები ასევე შეფასდნენ 12 ძირითადი კომპონენტის მიხედვით, როგორებიცაა, ინფრასტრუქტურა, განათლება, შრომის ბაზრი ეფექტურობა, ინოვაციურობა და სხვა.

წინა წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო 59–ე ადგილს იკავებდა, ხოლო უახლესი ანგარიშის მიხედვით 8 პოზიციით ჩამოქვეითდა და 140 ქვეყანას შორის 67–ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, საქართველოს მდგომარეობა ძირითად კომპონენტებში: ინფრასტუქტურა – 69-ე ადგილი, მაკროეკონომიკური განვითარება – 48, ჯანდაცვა და განათლება 69.

“გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანა შვეიცარიაა, მას მოსდევენ აშშ, სინგაპური და ჰოლანდია. ათეულს კი ფინეთი ხურავს.

აქვე მოგახსენებთ საქართველოს მეზობელი ქვეყნების პოზიციებსაც: რუსეთი – 38, თურქეთი – 53, აზერბაიჯანი – 35, სოხეთი – 73.