იავნანამ რა ჰქმნა?! – ბიზნესად ქცეული ქველმოქმედება

0
119
იავნანამ რა ჰქმნა?! - ბიზნესად ქცეული ქველმოქმედება

გასულ კვირას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სკანდალური თემა ფონდ “იავნანას” და მისი დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის ირგვლივ აგორდა. კერძოდ,  PosTV-ის საგამოძიებო სტუდიამ პაატა ბურჭულაძე და ფონდი “იავნანა” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხილა.

საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა. საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-იმ დღეს გამოაქვეყნა, ექსპერიმენტალურად დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი ყუთებიდან, ფონდს, ოფიციალურად აღრიცხული ერთი მილიონი ლარის ნაცვლად, 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიეღო, რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია; მაყურებელი ფილმიდან შეიტყობს, რომ საცხოვრებლად უვარგისი ბინებისა და სახლების შესაძენად “იავნანამ” ჯამში, სულ რაღაც 820 000 ლარი გაიმეტა, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში ორჯერ მეტი – 1 760 000 ლარი გასცა.

“თითოეული თქვენგანი, ვისაც ოდესმე შეგიწირავთ თანხა ფონდ “იავნანასთვის”, დოკუმენტურად დარწმუნდებით, რომ რეალურად პაატა ბურჭულაძის საზღვარგარეთულ ვოიაჟებს, ფეშენებელურ ავტოპარკს და პომპეზურ კონცერტებს აფინანსებდით”, – აღნიშნავენ ფილმის ავტორები.

საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა. საგამოძიებო ფილმში, ექსპერიმენტალურად დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი ყუთებიდან, ფონდს, ოფიციალურად აღრიცხული ერთი მილიონი ლარის მაგივრად, 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიეღო, რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია; ფილმიდან ირკვევა, რომ საცხოვრებლად უვარგისი ბინებისა და სახლების შესაძენად “იავნანამ” ჯამში, სულ რაღაც 820 000 ლარი გაიმეტა, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში ორჯერ მეტი – 1 760 000 ლარი გასცა.

აღნიშნულ ბრალდებებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებების ადრესატმა პასუხი გასცეს ყველა ბრალდებას, რომელიც მის მიმართ ბოლო პერიოდში გამოითქვა.

“შეძრწუნებული ვარ და ამ ყველაფერზე რომ ექსპერტმა ან იურისტმა გააკეთოს კომპეტენტური კომენტარი, ფონდმა “იავნანამ” უნდა გააკეთოს განცხადება, მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე. შესაძლებელია, რომელიმე სამართლებრივი გარემოების მიმართ არსებობდეს ალტერნატიული აზრი და ეს აზრი დასაბუთებული იყოს დოკუმენტურად. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილს წარმოადგენს. ერთი მხრივ, შესაბამისმა სტრუქტურებმა, მეორე მხრივ – ფონდმა “იავნანამ” საჯარო სივრცეში მათ მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებზე უნდა მოახდინოს რეაგირება და გააკეთოს კომენტარი. მნიშვნელოვანია, რომ პაატა ბურჭულაძე გამოეხმაუროს ამ ფაქტს, ვინაიდან საზოგადოება იმსახურებს ამას. როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორე მხრივ არსებობს ბრალდებები და ამ ბრალდებებს ობიექტური გამოხმაურება უნდა მოყვეს”, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

მედიაში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაკეთდა ფონდ “იავნანაში”. რა თქმა უნდა, მიუხედავად დოკუმენტურად დასაბუთებული ბრალდებებისა, ფონდში ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ და აღნიშნულ სკანდალს უბრალოდ ბინძურ კამპანიას უწოდებენ.

“ფონდ “იავნანას” წინააღმდეგ ბინძური კამპანია ერთი წლის შემდეგ ისევ გააქტიურდა. წინასწარ დაგეგმილ და ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობილ მასალებში, რომლებიც ძირითადად ციფრებით მანიპულაციაზეა აგებული, ჩვენ ვხედავთ არათუ ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის დისკრედიტაციის მცდელობას, არამედ ებრძვიან თავად ფონდის საქმიანობას და იქ მომუშავე ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე თავდაუზოგავი შრომით ცდილობენ საქველმოქმედო აქციების ორგანიზებას. კარგად თუ დაუკვირდებით მასალებში, საბჭოთა საუკეთესო ტრადიციების მქონე დიქტორის ხმით მოყვანილი მაგალითები, არაფერია თუ არა სწრაფი ხაზით, ყალბი დოკუმენტების სიმართლედ გასაღება. საქმეში ჩაუხედავი ან წინასწარ ანგაჟირებული ადამიანის მსგავს აბსურდზე წამოგება საკმაოდ ადვილია და ცნობილი პრაქტიკაა, თუმცა რეალურად სიტუაციის შესწავლის მსურველი მალევე აღმოაჩენს მრავალ უზუსტობას. ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ვინ დგას საქველმოქმედო ფონდების მიმართ აგორებული კამპანიის უკან, ვინ უხდის ფულს თავად არსებული ვიდეო მასალის შემქმნელებს და რეალურად რა მიზანი ამოძრავებთ მათ? კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პაატა ბურჭულაძეს რამდენიმე წელია აღარ აქვს კავშირი ფონდ “იავნანასთან” და სწორედ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება გახდა ამის მიზეზი. არსებული კამპანია კი ყოველ გონიერ ადამიანს დააფიქრებს, ვინაიდან იგი სცდება კონკრეტული პიროვნების დისკრედიტაციას და თავად უპირველესი ღირებულების – ქველმოქმედებისა და სიკეთის კეთების სურვილის გაქრობას ისახავს მიზნად. ფონდი “იავნანა” ცილისმწამებლური კამპანიის ავტორებს აუცილებლად გასცემს დამსახურებულ პასუხს. გავრცელებულ ვიდეომასალას ამჟამად ფონდის მხარდამჭერი უცხოელი იურისტები სწავლობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ელენე ციგრიაშვილი