აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,9 მლნ ბარელით გაიზარდა

0
14
აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,9 მლნ ბარელით გაიზარდა
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,9 მლნ ბარელით ანუ 1,3%-ით გაიზარდა და შეადგინა 468,2 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები შემცირდა 8,428 მლნ ბარელით და შეადგინა 218,31 მლნ ბარელი.დისტილატების მარაგები შემცირდა 3,215 მლნ ბარელით და შეადგინა 144,552 მლნ ბარელი.

აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 664 ათასი ბარელით დღე-ღამეში 8,8 მლნ ბარელამდე დღე-ღამეშე.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში შემცირდა 749 ათასი ბარელით 8,781 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.