2017 წლის 7 თვეში ბანკებმა 191 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს

0
13
2017 წლის 7 თვეში ბანკებმა 191 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას” ვიცე – პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. როგორც ბაირახტარი წერს, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი ადამიანის ქონებას ისაკუთრებენ კომერციული ბანკები. “ბანკები და ფინანსები” სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

“კომერციული ბანკებისა და მათი ლობისტების მხრიდან ხშირად ვისმენთ, რომ ბანკები ქონების ჩამორთმევას მაქსიმალურად ერიდებიან და ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინონ და მოსახლეობას ქონება შეუნარჩუნონ. მეტიც თუ მათ დაუჯერებთ საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, ევროპაში ბანკების მიერ, ქონების ჩამორთმევის მაჩვენებლის მიხედვით და ბოლო ათი წლის მანძილზე, საცხოვრისი „სულ რაღაც“ ,185 ოჯახს დაატოვებინეს. სამწუხაროდ ბანკების მესვეურების მსგავსად, სანუგეშო ინფორმაციას ვერ გვაძლევენ ციფრები, რომლის მიხედვითაც, წლიდან წლამდე იზრდება ბანკების მიერ მითვისებული ქონება.

თუ 2016 წლის მანძილზე ბანკებმა მთლიანად 159 მლნ ლარის ქონება მიისაკუთრეს, მხოლოდ 2017 წლის 7 თვეში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულებამ 191 მლნ ლარი შეადგინა”, – წერს ბაირახტარი.