ქართველი მწარმოებლებისთვის შეღავათები წესდება

0
65
ქართველი მწარმოებლებისთვის შეღავათები წესდება

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათი წესდება, – ქართული კომპანიები ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. საკითხს მთავრობა უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილავს.

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელძღვანელი ლევან სილაგავა „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ შეღავათით ის დარგები და კომპანიები ისარგებლებენ, რომლებიც ფასით და ხარისხით იმპორტირებულისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებენ.

„ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიარდი ლარი იხარჯება სახელმწიფო შესყიდვებზე. იქ სადაც ადგილობრივ მწარმოებლებს შეუძლიათ სწორი კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას და ძალიან ახლოს არის პროდუქციის ფასით, სწორი ხარისხის პირობებში , – ამას სჭირდება ხელშეწყობა. ეს ადგილობრივი კომპანიების განვითარებას შეუწყობს, ასევე დადებითად იმოქმედებს ლარზეც“, – ამბობს სილაგავა.

გადაწყვეტილება ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს დღეს ეკონომიკის მინისტრმა გააცნო.