მიწისქვეშა გადასასვლელებში სანათები დაამონტაჟეს

0
56
მიწისქვეშა გადასასვლელებში სანათები დაამონტაჟეს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტივანდალური “ლედ“ სანათების მონტაჟს განაგრძობს. განათების ახალი სისტემა „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ კიდევ ოთხ მიწისქვეშა გადასასვლელში – კოსტავას გამზირზე, აგრალური უნივერსიტეტის, ანჩისხატისა და სააკაძის მოედნის მიმდებარედ დამონტაჟდა.

„თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა გადასასვლელებში განათების სისტემის შეცვლას – ახალი სანათების მონტაჟს ეტაპობრივად ახორციელებს.

საწყის ეტაპზე ანტივანდალური „ლედ“ სანათები ჭავჭავაძის გამზირზე – სავაჭრო ცენტრ „პიქსელთან“ და ვაკის პარკთან, კოსტავას გამზირზე კი ფილარმონიასთან და ტელევიზიასთან დამონტაჟდა. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით 22 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას ახორციელების, რომელთაგან დღეის მდგომარეობით, 8 მიწისქვეშა გადასასვლელში განათების ახალი სისტემა – ანტივანდალური „ლედ“ სანათები უკვე დამონტაჟებულია.