ტრამპი ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგების აღმოსაფხვრელად თავისი პირადი სახსრებიდან 1 მლნ აშშ დოლარს გაიღებს

0
23
ტრამპი ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგების აღმოსაფხვრელად თავისი პირადი სახსრებიდან 1 მლნ აშშ დოლარს გაიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგების აღმოსაფხვრელად თავისი პირადი სახსრებიდან 1 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს.

ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელი ორგანიზაციების ანგარიშებზე გადარიცხავს აღნიშნულ თანხას.

თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის თქმით, ტრამპმა მას დაავალა გაიგოს, რომელ ორგანიზაციებს სჭირდება ყველაზე უფრო დახმარება.

„როგორც უკვე განვაცხადე, დონალდ ტრამპი 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს პირადი სახსრებიდან, რათა ტეხასისა და ლუიზიანის მოსახლეობას დაეხმაროს“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

ქარიშხალი „ჰარვი“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქარიშხალია უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ქარიშხლით გამოწვეული წყალდიდობის გამო ტეხასის შტატში 30 ადამიანი დაიღუპა. ზარალი კი, წინასწარი მონაცემებით, 30 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.