SPAR-ის რიგით 31-ე მარკეტი დღეს ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნა

0
28
SPAR-ის რიგით 31-ე მარკეტი დღეს ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნა

სპარის რიგით 31-ე მარკეტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (ვაჟა-ფშაველას №67) გაიხსნა. მაღაზიის გახსნაზე სპარი ერთგულ მომხმარებლებს საკუთარი წარმოების ტორტითა და სანგრიით გაუმასპინძლდა. დღეიდან საბურთალოს მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა დააგემოვნოს უგემრიელესი იტალიური პიცა, ფრანგული კრეპი, პურ-ფუნთუშეულობა, ნამცხვრები, ცხელი და ცივი კერძები საბურთალოს სპარის ფილიალში. სპარის საკუთარი წარმოების ხაზი 350-მდე პროდუქტს მოიცავს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პოპულარობით სარგებლობს. სპარ საქართველო აგრძელებს რეგიონულ განვითარების პროექტს და წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით კიდევ 18 მარკეტის გახსნას გეგმავს.