საქართველო მსოფლიო ბანკისგან 44.6 მლნ. ევროს მიიღებს

0
14
საქართველო მსოფლიო ბანკისგან 44.6 მლნ. ევროს მიიღებს

სამთავრობო რეფორმების მხარდამჭერი ახალი შეთანხმება გაფორმდა მსოფლიო ბანკთან.

განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამული ღონისძიებისთვის საქართველო 44.6 მლნ. ევროს მიიღებს.

სესხი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უნდა მოხმარდეს. დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა მოაწერეს.