
იურიდიული ფირმა GLCC-ის იურისტმა ნიკოლოზ აბუთიძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითრებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს ტრენგინგი ჩაუტარა.
ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის გეგმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება ეხებოდა ურბანული დაგეგმარების თემებს, კერძოდ როგორიცაა, ობიექტების, პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია; სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია, მათი აღკვეთა და სივრცითი დაგეგმარება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში ივნისის თვეში სხვადასხვა თემებზე ტრენინგები გაიმართა, მათ შორის, ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება, შესრულება და ანგარიშგება; ფინანსური მართვა და ბუღალტერია; საზოგადოებასთან ურთიერთობა. ტრენინგებს ატარებს ტენდერში გამარჯვებული ევროპის აკადემიური ცენტრი.