სააკაშვილი: ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ, ყველა შესასვლელი და გასასვლელი ვიცი

0
77
სააკაშვილი: ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ, ყველა შესასვლელი და გასასვლელი ვიცი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, “Украинская правда”-სთან ინტერვიუში, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ისაუბრა:

„როგორც უკრაინის ხელისუფლება ფიქრობს, ისეთი კონტროლი არ არის. მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან კავშირი მაქვს. პოროშენკომ ეს არ უნდა დაივიწყოს. მე უკრაინაში ყველა შესასვლელი და გასასვლელი ვიცი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე, რას გააკეთებს, თუკი უკრაინაში არ შეუშვებენ, სააკაშვილმა უპასუხა, რომ სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს.

„მე ვიცხოვრებ ბორისპოლის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში. ჩემი მეგობარი იქ დირექტორია და კარგი რემონტი გააკეთა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობაა, მაგრამ გამოსავალს მოვძებნი,“- აცხადებს სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ.