ერნანდო დე სოტო – ,,რატომ ყვავის კაპიტალიზმი დასავლეთში?”

0
22
ერნანდო დე სოტო – ,,რატომ ყვავის კაპიტალიზმი დასავლეთში?”

 ერნანდო დე სოტო – ცნობილი ეკონომისტი, პერუში არსებული თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი, ჟურნალ „Time–ს“ შეფასებით – ლათინური ამერიკის პოლიტიკურ მოაზროვნეთა წამყვანი ხუთეულის წევრია. 1989 წლიდან იგი პერუს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი და მთავარი მრჩეველია. მას ეკუთვნის ამ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმათა კონცეფცია. მისი წიგნი „სხვა გზა. უხილავი რევოლუცია მესამე სამყაროში“ გასული საუკუნის 80–იანი წლების ბესტსელერი გახდა.

დე სოტოს ახალი ნაშრომი „კაპიტალის საიდუმლო. რატომ ყვავის კაპიტალიზმი დასავლეთში და რატომ განიცდის მარცხს მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებში“ ასევე ბესტსელერად იქცა და მას სახელგანთქმულ პოლიტიკოსთა, ეკონომისთა თუ ბიზნესმენთა აღტაცებული გამოხმაურება მოჰყვა.

მაინც რას ეხება ეს წიგნი? პირველ ყოვლისა, იმის მტკიცებას, რომ მესამე ქვეყნებისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარუმატებელი სოციალურ– ეკონომიკური რეფორმების მიზეზი „მკვდარი“ კაპიტალია. მისი „გაცოცხლება“ კი შესაძლებელია, თუ მოხერხდება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სრულფასოვანი უზრუნველყოფა. მხოლოდ მაშინ გამონთავისუფლდება კაპიტალში დაგროვილი უზარმაზაზრი ენერგია.

 

წყარო: Doctrina.ge