სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლები 400%-ით გაიზარდა

0
21
სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლები 400%-ით გაიზარდა

ბოლო წლების გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით 400%-ით გავზარდეთ შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კაზინოების რეგულირების თემის კომენტირებისას განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული ბიზნესის ადმინისტრირება კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება.

 “ჩვენ სწორი ადმინისტრირება უნდა გავაკეთოთ. უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდებზე, შესაბამისად, ასაკი აიწევს 18-დან 21 წლამდე, ასევე ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საკმაოდ მარტივად მოახერხონ თავიანთი ოჯახის წევრები, რომლებიც ამით არიან დაავადებულები, შეზღუდონ თამაშის ნაწილში და შავ სიაში შეიყვანონ. მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგადასახადო ადმინისტრირება. ამ მიმართულებით ბოლო წლებში გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით,  400%-ით გავზარდეთ შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან, 100 მილიონ ლარზე მეტს აღწევს სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლები. ამ მიმართულებით ადმინისტრირება კიდევ უფრო წინ წავა და კიდევ უფრ გამჭვირვალე გახდება, მათ შორის ონლაინში ჩაერთვება ყველა ტრანზაქცია, რომელსაც სათამაშო ბიზნესი ახორციელებს”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.