სემეკმა გაზის ტრანსპორტირების ფასი გააძვირა

0
24
სემეკმა გაზის ტრანსპორტირების ფასი გააძვირა

სემეკმა გაზის ტრანსპორტირების ახალი ტარიფი დაადგინა.

კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის ტრანსპორტირების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება.

“საქართველო გაზის ტრანსპორტირების” კომპანიამ ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკს 2017 წლის დასაწყისში მიმართა და გადახედვის მოტივი ქსელის მოწესრიგებისთვის განხორციელებული ინვესტიციებია.

სამომხმარებლო ტარიფში გაზის ტრანსპორტირების წილი 1000 კბ.მ-ზე 13,5 პროცენტია. გაიზრდება თუ არა ტრანსპორტირების ტარიფი იმ მოცულობით, რომ სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა მოახდინოს, ცოტა ხანში გაირკვევა. ხვალ კი კომისია რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ მოსახლეობისთვის ახალ სამომხმარებლო ტარიფს გამოაცხადებს. ახალი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება.