საქართველოს სარაგბო ნაკრებს 6 ერის კარი გაუღეს

0
23
საქართველოს სარაგბო ნაკრებს 6 ერის კარი გაუღეს

“პირველივე გამოხმაურება მსოფლიო ჩემპიონატს მოჰყვა ის, რომ ახალგაზრდულმა ექსვმა ერმა ჩვენ მიგვიღო ამ ტურნირზე და ისე გათამშდება ეს ტურნირი” – ამის შესახებ რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა გოჩა სვანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით საქართველოს ახალგაზრდული სარაგბო  ნაკრები ამ ტურნირში 2018 წლიდან ჩაერთვება რუმინეთთან ერთად.

კონკრეტული სახელი და კონკრეტული თარიღი რაგბის კავშირის ხელმძღვანელის თქმით, ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა დადასტრებული ინფორმაციით ამ ტურნირში საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაემატებიან.

“ეს არის დიდი წინსვლა. ინფორმაცია გაცილებით მეტი გვავქს თუმცა ჯერ ამას ვერ გავასაჯაროებთ” – აცხადებს სვანაძე.

“6 ერი ჩატარდება ისევ თებერვალ-მარტიში, თუმცა ახალგაზრდული 6 ერი, რომელსაც რუმინეთი და საქართველო დაემატა ჩატარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ეს არის ის კარგი სპორტული შედეგის და მაღალი ხარისხის დამსახურება, რაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვაჩვენეთ” – განაცხადა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დირექტორმა, ლაშა ხურციძემ.

როგორც აღინიშნა, ტურნირის ჩატარება მომავალი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდეა დაანონსებული.

https://www.facebook.com/GeorgianRugby/videos/1419171074846654/

 

ბაჩო ჯინჭარაძე