არგენტინაში ნაცისტური ატრიბუტიკის საწყობი აღმოაჩინეს

0
30
არგენტინაში ნაცისტური ატრიბუტიკის საწყობი აღმოაჩინეს

არგენტინის ფედერალურმა პოლიციამ ქალაქ ბუენოს-აირესში ნაცისტური ატრიბუტიკის არალეგალური საწყობი აღმოაჩინა. Guardian-ის მიხედვით საუბარია კიდევ 75 ობიექტზე, რომელიც ნაცისტების სახელთანაა დაკავშირებული. ხელისუფლების აზრით, ნაპოვნი ატრიბუტიკა გერმანიის მაღალი რანგის პირებს ეკუთვნოდა მეორე მსოფლიო ომის დროს.

პირველადი მონაცემების მიხედვით, მტკიცდება, რომ ეს არის ორიგინალური წარმოშობის პროდუქტი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ნაცისტი დამნაშავეების უმრავლესობა სამხრეთ ამერიკაში გარბოდა. მათ შორის იყო ფიურერ ადოლფ ეიხმანი, რომელიც 1960 წელს ისრაელის აგენტების მიერ იქნა დაკავებული არგენტინაში და შემდგომ არალეგალურად გადაიყვანეს ქალაქ ისრაელში, სადაც ჩამოახრჩვეს.

 

ლევან ლაგვილავა