თემურ ჭყონია ფუნთუშების ქარხნის 5 მილიონიან პროექტს იწყებს

0
60
თემურ ჭყონია ფუნთუშების ქარხანის 5 მილიონიან პროექტს იწყებს

თემურ ჭყონიამ  McDonald’s-ის ბურგერებისთვის ფუნთუშების საქართველოში წარმოების პროექტი დაიწყო.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ქარხნის პროექტზე  McDonald’s-ის სათაო ოფისიდან ნებართვა უკვე მიიღეს.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები 22 ივნისს ავსტრიაში მიდიან სადაც მოლაპარაკებებს გამართავენ, ხელშეკრულებებს დადებენ და ტექნიკის შეძენაზე დაიწყება მუშაობა.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქარხანა 30 მილიონ ფუნთუშაზე იქნება გათვლილი, რომელშიც სავარაუდოდ 5 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. პროექტირების შემდეგ შესაძლოა საინვესტიციო თანხები დაკორექტირდეს, რაც დამოკიდებული იქნება შენობის ლოკაციაზე.

ქარხნის მშენებლობის დაწყებას ჭყონია მომავალი წლის თებერვალში ფიქრობს, რომელიც მომავალ წელსვე დასრულდება. ასევე მომავალი წლიდანვე დაიწყება  სომხეთიც მომარაგდება, რაც თავად McDonald’s-ის მოთხოვნა იყო.

 ჭყონია აღნიშნავს, რომ არსებული “ჯენტლმენური შეთანხმების” მიხედვით, McDonald’s-ის განვითარებასთან ერთად გარშემო არსებული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობაა გათვალისწინებული, შესაბამისად, შესაძლოა სახელმწიფომ მათ შენობა გადასცეს.

დიდი ალბათობით, ქარხანა ლილოში, McDonald’s-ის ლოგისტიკური ცენტრის მახლობლად აშენდება.