“ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას”

0
8

ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას, – ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა +“ რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.

კილაძე აცხადებს, რომ მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე შეთავაზება არ მიუღია.

„ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან, პერიოდულად ვხვდებით თბილისშიც და კიევშიც. ვსაუბრობთ ყველაფერზე -პოლიტიკაზე, მედიაზე, „რუსთავი 2“-ზე და ა.შ. ორი დღის წინ შევხვდით. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ, გავრცელებული ჭორებიც როგორც ჩანს, ამ შეხვედრას უკავშირდება. ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, დირექტორობაზე შეთავაზება არ მიმიღია.
ნიკა გვარამიას გადადგომა ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ველოდები მის განცხადებას.

იმედი მაქვს, მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი და ტელევიზიის კოლექტივი შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს მონახავს.

p.s.კობა ნაყოფიასაც ამ წუთას ველაპარაკე.