რატომ ზრდის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად

0
12
რატომ ზრდის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად

 ფედერალური სარეზერვო სისტემა შედგება ცენტრალური მმართველთა საბჭოსგან ვაშინგტონში, თორმეტი ფედერალური სარეზერვო ბანკისგან მდებარე ქვეყნის უდიდეს ქალაქებში.  ექვსი თვის განმავლობაში ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტი ყურადღებით მართავს თავის გამოსვლებს, აკეთებს განცხადებებს ეკონომიკურ პროგნოზებთან დაკავშირებით. ფედერალური საზედამხედველო საბჭო, რომელიც აკვირდება მონეტარულ პოლიტიკას ვარაუდობს, რომ საპროცენტო განაკვეთი საგრძნობლად გაიზრდება. სანდოობა-ეს არის ის პრობლემა რასაც ფედერალური სარეზერვო სისტემა აწყდება ფინანსურ ბაზარზე

ფედერალურ სარეზერვო სისტემას აქვს ამოცანა შეამციროს უმუშევრობის რაოდენობა რაც შეიძლება დაბალ მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაცია შენარჩუნდეს 2%-ზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაისის თვეში უმუშევრობის მაჩვენებლმა 4.3% მიაღწია. არსებობდა მოსაზრება რომლის მიხედვითაც იანვრის თვეში უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლი იყო ინფლაციის გამომწვევი მიზეზი. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ფინანსური კრიზისის შემდეგ ბანკებმა ისწავლეს თუ როგორ უნდა აუხსნან ფინანსური ვალდებულებების ბაზარს, რა უნდა გააკეთონ მომავალში.

კაპიტალის ბაზრის მონაწილეები შიშობენ, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბაზარზე ნდობა შესაძლოა დაკარგოს. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ინვესტორებს სურდათ, რომ ფედერალურ სარეზერვო სისტემას განაკვეთები გაეზარდა, რათა მსოფლიო ისევ ნორმალური გახდეს. ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტი შიშობს ორი რამის შესახებ. პირველ რიგში მან უნდა შეასრულოს მანდატი, რომლის მიხედვითაც შენარჩუნებული იქნება უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი. მეორეს მხრივ კომიტეტს სურს ბაზრებმა დაიჯერონ რომ ის გააკეთებს იმას რაც თქვა.

 

ლევან ლაგვილავა

economist.com