„ვაგონმშენებელმა კომპანიამ“, პირველად საქართველოში, ავტომობილების ვერტიკალური პარკინგის სისტემა შექმნა

0
24
„ვაგონმშენებელმა კომპანიამ“, პირველად საქართველოში, ავტომობილების ვერტიკალური პარკინგის სისტემა შექმნა

„ვაგონმშენებელმა კომპანიამ“, პირველად საქართველოში, ავტომობილების  ვერტიკალური პარკინგის სისტემა შექმნა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

პარკირების ელევატორული სისტემა წარმოადგენს ლითონის კონსტუქციებს, რომლებიც მომხმარებელს ერთი ავტომობილისთვის განსაზღვულ ადგილზე ათამდე ავტომობილის პარკირების შესაძლებობას აძლევს.

„ვეემკას“ მიერ შექმნილი ვერტიკალური პარკინგის სისტემა „სტრატაპ საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტია.

აღნიშნული პარკინგის სისტემა, რომელიც უცხოეთში კარგად აპრობირებულია, „ვეემკასგან“ შეუძლია შეიძინოს როგორც თბილისის მერიას, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ კერძო პირს.

სისტემის საცდელი ვერსიის გამოცდა „ვეემკას“ ბაზაზე დღეს ჩატარდა და როგორც კომპანიაში ამბობენ, სისტემა მზად არის ექსპლუატაციისთვის.

„ვეემკაში“ აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში პარკინგის სისტემის ტევადობა 20 ავტომობილამდე გაიზრდება.

ასევე, ვერტიკალური პარკინგის სისტემა კარგი საშუალებაა რეკლამის განთავსებისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, შესაძლოა, რეკლამის ფასი შედარებით გააიაფოს.

პროექტის პრეზენტაციას „საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე პროექტის ავტორები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.