ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა პირველ კვარტალში 19,1%-ით გაიზარდა

0
79
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა პირველ კვარტალში 19,1%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,1%-ით გაიზარდა და 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 7,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,1%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს:

2017 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 48,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,0% – საშუალო, ხოლო 30,9% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზ- ნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,9%, საშუალოზე – 24,6%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.5%.