„აჭარის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს და ამის ნიშნები უკვე აშკარაა“

0
10
აჭარის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს და ამის ნიშნები უკვე აშკარაა

აჭარაში, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, არსებული ვითარების შესახებ დროდადრო საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება. მწერალი, ფილოსოფოსი, “აჭარის მამულიშვილთა კავშირის” ხელმძღვანელი ნიაზ ბოლქვაძე ერთ-ერთია, ვინც რეგიონში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ეხმაურება და პრობლემებს აქტიურად აპროტესტებს.

_ აჭარაში, სამწუხაროდ, იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ ფიზიკურად ძლივს ვასწრებთ, ყველაფერს გამოვეხმაუროთ. არადა, ზოგიერთს სურს, წარმოაჩინოს, თითქოს მხოლოდ ძეგლების საკითხი გვაინტერესებს და სხვა პრობლემები არ გვადარდებს.

როგორც ცნობილია, აჭარა 300 წელი ოსმალეთის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდადა, სამწუხაროა, როდესაც დღეს უცხოელები, განსაკუთრებით _ თურქები,აჭარაში მიწებს იოლად ყიდულობენ და ყველაფერი მათ მფლობელობაშიგადადის. ეს ხდება თურქეთში ანტიქართული პროპაგანდის ფონზე, თითქოსაჭარა ოსმალეთის ისტორიული ნაწილი იყო და მალე კვლავ მას დაუბრუნდება. არ ვამბობ, რომ ყველა თურქი ასე იქცევა, მაგრამ თურქეთშიც არიან რეაქციული ძალები, რომლებიც ამ პროპაგანდას ეწევიან. ისიც უნდა ითქვას, რომ თურქეთს ვერ დავძრახავთ. როგორც ყველა ქვეყანა, თურქეთიც თავის ინტერესებს იცავს. ერთადერთი ჩვენ გავიძახით თავსმოხვეულ აზრებს, თურქეთი მეგობარი ქვეყანააო. პოლიტიკოსი, უპირველესად, თავისი სახელმწიფოს ინტერესებზე უნდა ფიქრობდეს და შემდეგ მეგობრობაზე…

_ რატომ ყიდის ხელისუფლება ამ მიწებს?

_ დეკემბრის აქცია “ქუდზე კაცი” სწორედ იმიტომ გავმართეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ იცავს მოსახლეობის ინტერესებს. არადა, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, გვეგონა, გავიმარჯვეთ. 2013 წლის 19 დეკემბერს დიდი ყრილობა გავმართეთ და ვთქვით, მოდი, ქვეყნის აღმშენებლობა სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში კი, ზნეობრივი მდგომარეობის გაუმჯობესებით დავიწყოთ-თქო. ყველას ვუთხარით, რომ ბათუმი არ არის გარყვნილების ცენტრი, ის ღირსების ქალაქია, საქართველო კი _ ღირსეული ხალხის ქვეყანა. მოვითხოვეთ, საროსკიპოების დახურვა და ხელისუფლების ყურადღების გამახვილება ამ პრობლემაზე. იმ ღამეს 13 საროსკიპო დაიხურა, მაგრამ ბათუმსა და გონიოში კვლავმუშაობს 200-ზე მეტი საროსკიპო. პროსტიტუცია ბიზნესად გადაიქცა, ჩვენდასამარცხვინოდ.

2013-2014 წლებში ამერიკის ერთერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ ბათუმი დაგონიო მსოფლიოში გარყვნილებისა და ტრეფიკინგის ცენტრად გამოაცხადა.სხვათა შორის, მეზობელი თურქეთისგან ბევრი კარგი რამის სწავლა შეიძლება. მაგალითად, სარფის საზღვარზე, თურქეთის მხარეს, მეჩეთი _ ისლამური სამყაროს სიმბოლო _ გაბწყინებულია, მასთან მისასვლელი გზაც მოწესრიგებულია. ვერანაირ რეკლამას იქ ვერ ნახავთ. თურქეთის შესასვლელთან ერთადერთი რეკლამაა _ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თურქი გოგო-ბიჭები მღერიან, ვაჟკაცები ჭიდაობენ. მაგრამ, როდესაც საქართველოს მხარეს შემოხვალთ, ქართულიმართლმადიდებლური ეკლესია კაზინოების, სასტუმროებისა და საროსკიპოებისრეკლამებითაა დაფარული. ქვეყანაში შემოსულ უცხოელს პირველი ნაბიჯიდანვერჩება შთაბეჭდილება, რომ კაზინოებისა და გარყვნილების ქვეყანაში შემოვიდა.როდესაც ხელისუფლებას მივმართეთ, მოგვწერეს, _ ვერ ჩამოვხსნით ამ რეკლამებს, ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებულიო. პირიქით _ უფრო გამრავლდა ეს რეკლამები.

_ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში რა სიტუაცია იყო აჭარაში?

_ მართალია, იმხანად საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ბაშკირეთის რესპუბლიკაში სასწავლებლად გახლდით, მაგრამ, როგორც ვიცი, ასლან აბაშიძის პერიოდში უცხოელებზე მიწა არ იყიდებოდა. მიწის გაყიდვა ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის მოსვლის შემდეგ დაიწყო. უცხოელებს მოქალაქეობასაც ანიჭებენ, ჩვენი მოქალაქეები კი თურქეთში გადადიან და დეპორტაციის შიშის ქვეშ “შავ სამუშაოს” ასრულებენ. 30 ათასზე მეტ თურქს აქვსსაქართველოს მოქალაქეობა, ეს მომავალში კარგ შედეგს ნამდვილად არმოგვიტანს. ნამდვილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე შორს უნდა იხედებოდეს. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში აჭარა სერიოზულისაფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

_ ფიქრობთ, რომ აჭარას დაკარგვის საფრთხე ემუქრება?

_ რა თქმა უნდა! აჭარის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს და ამის ნიშნებიუკვე აშკარაა

ოსმალეთისგან აჭარის გათავისუფლების მემორიალის დადგმა წერტილს დაუსვამს იმ პროპაგანდას, რომელსაც დღეს ზოგიერთი თურქეთში ეწევა _ თითქოს აჭარა ოსმალეთის ისტორიული ნაწილი იყო. ეს მემორიალი მტერსაც და მოყვარესაც, ყველა მნახველს, თავისი არსებობით დიპლომატიურად ეტყვის, რომ აჭარა მიტაცებული იყო და დაუბრუნდა საქართველოს. საქმე ის არის, რომ მემორიალის დადგმაზე უარს არავინ გვეუბნება, პირიქით _ ქალაქის საკრებულოს, კულტურის, სპორტისა და განათლების კომიტეტის გადაწყვეტილებით მემორიალი უნდა აღმართულიყო, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა და დღეს პასუხსაც არავინ გვცემს, რა ხდება. 1300 ხმა იყო საჭირო პეტიციის განსახილველად და 3 500 ხელმოწერა შევიტანეთ. 25 აგვისტოს, ტრადიციულად, ოსმალთა ბატონობისგან აჭარის გათავისუფლების დღე აღინიშნება და ამ დიდ დღესასწაულზე ქალაქის მერიგიორგი ერმაკოვი ხალხს მემორიალის დადგმას დაჰპირდა. მეუფე დიმიტრიმ აკურთხა მემორიალის ადგილი და აჭარის გათავისუფლებისთვის დაღუპული გმირთა სულების საოხად პანაშვიდიც ჩატარდა. ეს პროექტი აკურთხეს თბილისში, სამების ტაძარშიც, მაგრამ შარშანდელი ივნისის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და პეტიცია არც განუხილავთ.

_ ამბობთ, რომ ამ მემორიალს თურქული პროპაგანდის საწინააღმდეგოდატვირთვა ექნება. ეს ხომ არ არის მიზეზი, რომ ხელისუფლება თურქეთისგანაწყენებას ერიდება?

_ გასაგებია, რომ ასეა, მაგრამ, როდესაც სხვა სახელმწიფოს ინტერესებისსასარგებლოდ შენი სახელმწიფოს ინტერესებს არ იცავ, ამას ღალატი ჰქვია და სხვა არაფერი. დასამალი აღარაფერი მაქვს, პირდაპირ გეტყვით: პირად საუბრებშიქალაქის ხელმძღვანელობას ხშირად უთქვამს, თუ შეიძლება სიტყვა ოსმალეთიამოიღეთ, რადგან მეზობელ თურქეთს არ მოეწონებაო. ამაზე, რა თქმა უნდა, არდავთანხმდით. ამას გარდა, თვითონ თურქეთი ზეიმობს 29 ოქტომბერსოსმალეთის რეჟიმისგან გათავისუფლებას და ჩვენ რატომ ვერიდებით? როგორც ერთი რიგითი მწერალი, სპეციალურად წავედი თურქეთში და დავესწარი ამ დღესასწაულს, მივულოცე ოსმალთაგან გათავისუფლება.

სხვათა შორის, როდესაც თურქეთის კონსულმა განაცხადა, არ არის საჭირო ისტორიაში ქექვა, მართალია, თურქეთს არ ახსენებთ, მაგრამ თურქეთი ოსმალეთის მემკვიდრეაო, მე ვუპასუხე, თუ ისტორიაში ქექვა არ არის საჭირო და თუ წინაპართა ღვაწლის დაფასებასა და უკვდავყოფას ისტორიაში ქექვა ჰქვია, მაშინ თქვენ რატომ აღნიშნავთ თურქეთში საუკუნის წინათ მომხდარ რევოლუციას-მეთქი?!

როგორც ჩანს, ქალაქის მერია და საკრებულო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა ასე.

_ საკუთარ ინტერესებში თურქულ ინვესტიციებს გულისხმობთ?

_ დიახ, თურქულ ინვესტიციებს ვგულისხმობ. ამიტომ გადავწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობა, ვფიქრობ, ასე მეტი ბერკეტი გვექნება საქმის კეთების, ახლა კი ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებასაც არ გვაძლევენ. პირველ რიგში, მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთ ლარად მიწის გასხვისება, რადგან, ვითომ ერთლარად გასხვისდა მიწა, სინამდვილეში კი ვიღაცებს მილიონები აქვთ აღებულიდა ვვარაუდობ, რომ შესაბამისად, უცხოელი ინვესტორის წინაშეპასუხისმგებლობაც აქვთ დაკისრებული. უცხოელი ინვესტორის განაწყენება თუ არ უნდათ, საკუთარი ხალხის განაწყენებას რატომ არ ერიდებიან? გამოდის, რომსაქართველოს საკუთარი პრინციპები და ეროვნული იდეოლოგია არ აქვს დაყველაფერს უცხო ქვეყნის ელჩები და კონსულები გვკარნახობენ

მაგრამ პრობლემა მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებაში არ არის. ვეჭვობ, ეს უფრო ზემოდან _ საქართველოს ხელისუფლებისგან მოდის. ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ სურდა ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. ჩაერია არამხოლოდ თურქეთის კონსული, არამედ საქართველოს ხელისუფლებაც. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ _ სახალხო შემოწირულობით შევაგროვეთ თანხა და მემორიალი უკვე შესრულებულია, მაგრამ კვარცხლბეკისთვის ვითხოვეთ მხოლოდ 25 ათასი ლარი და ამ თანხაზეც უარი გვითხრეს, გეების სკულპტურაში კი ქალაქის საკრებულომ 50 ათასი ლარიგადაიხადა.

_ ბატონო ნიაზ, როგორ ასაბუთებთ, რომ ორი გეია გამოსახული ამსკულპტურაზე. ავტორი ამბობს, რომ მსგავსი ჩანაფიქრი არ ჰქონია.

_ როგორ არ ჰქონია, გელა წულაძემ 50 ათასი ლარი აიღო და ახლა აღარ ადარდებს ეს საკითხი. ვფიქრობ, მას ბათუმში ჩასვლის მორალური უფლებაც კი არ აქვს. ჯერ ერთი, მან თითქოს ხუმრობით, ილიკო და ილარიონი, ყველასთვის საყვარელი ნაწარმოების გმირები შეურაცხყო. სხვათა შორის, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, მაგრამ უნდათ, ეს საკითხი გააუბრალოონ. თავდაპირველად ჩვენ წყნარად მივმართეთ საკრებულოს, რომ ეს სკულპტურა, როგორც გარყვნილების პროპაგანდა, აეღოთ. სახალხო შემოწირულობებით დამზადებული აჭარისგათავისუფლებისთვის თავდადებული გმირების მემორიალის დადგმის უფლებასარ გვაძლევენ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმავე ხალხის ფულსჰომოსექსუალების პროპაგანდაში ხარჯავენ?!

ეს ჩვენი ორგანიზაციის ახირება არ არის, სპეციალისტები მოვიწვიეთ _ მხატვართა კავშირის წარმომადგენლები, მოქანდაკეები, მხატვრები, არქიტექტორები, რომლებმაც დაწერეს დასკვნა, რომ ორივე ფიგურა მამაკაცისაა და ეს სკულპტურა სწორედ ლგბტ პროპაგანდას ემსახურება. შემიძლია ეს დასკვნაც წარმოგიდგინოთ.

კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს სკულპტურა ნამდვილადჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ემსახურება უცხოეთში დაბეჭდილი სტატიაა.როდესაც ეს სკულპტურა დადგეს, ერთმა უცხოელმა ტურისტმა სურათი გადაუღოამ რკინის კონსტრუქციას, თავის სამშობლოში დაბრუნებულმა კი გამოაქვეყნა დაგანაცხადა, საქართველოში დემოკრატია უმაღლეს მწვერვალს აღწევს, ბათუმშიმამათმავლების ძეგლი დგასო. ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს ძეგლი მომავალში გეების უფლებების დაცვის სიმბოლოდ იქცევა.

გეების ძეგლს დგამენ, მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძის ძეგლი თეატრის უკანგადააქვთ, აკაკი წერეთლის ბიუსტს კი ნაგავში აგდებენ.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთო და პროვოკაციებს არ ავყვეთ. თუნდაც ახლახან მომხდარი ინციდენტი, როდესაც თურქმა ბიზნესმენმა ქრისტიანული ტაძრის გალავანი დაანგრია, პროვიკაციული ქმედება იყო. ხომ შეიძლებოდა, ვიღაცას არ მოეთმინა და ცუდი რამ მომხდარიყო? ამიტომ ძალიან ფრთხილად, გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტით მოვაგვაროთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

წყარო: Geworld.ge