იაპონური ავიაკომპანია ბილეთების გაყიდვას ბიტკოინებზე დაიწყებს

0
73
იაპონური ავიაკომპანია ბილეთების გაყიდვას ბიტკოინებზე დაიწყებს

იაპონიაში ქვეყნის მთავრობის მიერ ამ ციფრული ვალუტის გადახდის საშუალებად ოფიციალურად აღიარების შემდეგ, სულ უფრო მეტი კომპანია იწყებს კრიპტოვალუტის მიღებას.

ცოტა ხნის წინ ამ კომპანიების რიგებს ერთ-ერთი უდიდესი იაპონური საბიუჯეტო ავიაგადამყვანი კომპანია, „პიჩ ევიეიშენი“ შეუერთდა. ეს პირველი იაპონური ავიაკომპანიაა, რომელიც მომსახურებაში ბიტკოინებს მიიღებს.
ოსაკაში ბაზირებული „პიჩ ევიეიშენი“ მომხმრებელს იაფფასიან მგზავრობას 2011 წლიდან სთავაზობს. კომპანია ბიტკოინების მიღებას მაშინვე დაიწყებს, როგორც კი მისი ინფრასტრუქტურა ამისთვის მზად იქნება. ეს კი ამ წლის ბოლომდე მოხდება. ავიაკომპანიამ ეს ნაბიჯი, ბიტკოინთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ გადადგა. უფრო მეტიც, „პიჩი“ მალე ბიტკოინს გადახდის საშუალებად, თავის პარტნიორ კომპანიებს და ადგილობრივ მთავრობებსაც შესთავაზებს.

იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანაში ბიტკოინზე მოთხოვნა ელვის სისწრაფით გაიზარდა. ამან კი კრიპტოვალუტის კურსის ნახტომისებური ზრდა გამოიწვია. კვირის განმავლობაში, მისმა ფასმა 2 700 დოლარსაც კი მიაღწია, თუმცა შემდეგ 2 600-ს ჩამოსცდა. მარტო იაპონიაში, ბიტკოინზე დღეში 300 მილიონი დოლარის გარიგება ხორციელდება.

„პიჩ ევიეიშენამდე” ციფრული ვალუტა გადახდის საშუალებად ლატვიის ავიახაზებმა, პოლონურმა LOT-მა, „ეარბალტიკმა“ და სხვა კომპანიებმა აღიარეს.

 

წყარო: Bpn.ge