როგორ ანგრევენ ტრამპი, პუტინი და ერდოღანი ევროკავშირს

0
86
როგორ ანგრევენ ტრამპი, პუტინი და ერდორანი ევროკავშირს

როგორც The Economist-ი წერს, ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ბევრ რამ შეიცვალა ევროპაში. ერთის მხრივ ხელისუფლბაში დაუნდობელი ექსტრემისტები მოვიდნენ, რომლებმაც ევროპაში განწყობა მკვეთრად შეცვალეს. მიმდინარეობდა საუბრები დიდი ბრიტანეთის ევროპიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მეორეს მხრივ, საფრანგეთში  საპრეზიდენტო არჩევნებმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, გარკვეულწილად შეცვალეს ხასიათი ევროპაში.

ამ დიდი ცვლილებების და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ევროპული ქვეყნები ახერხებენ ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას. დღევანდელი არაპროგნოზირებადი მსოფლიო ლიდერები ეჭვქვეშ აყენებენ ევროპულ ფასეულობებს და ადამიანის უფლებების პატივისცემას.

ევროპელებისთვის ეს ცვლილებები სამი პრეზიდენტის გავლენით არის განპირობებული, რომელთა კაპრიზული იმპულსები ქმნიან საგარეო პოლიტიკას. საუბარია დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შესახებ. პრეზიდენტ ტრამპის შეხედულებებთან დაკავშირებით ევროპელებს გარკვეული შიში ჰქონდათ, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ რაც ის პრეიზიდენტი გახდა. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მან არ იცის თუ რა პოზიციებს იკავებს ამერიკა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თუ პრეზიდენტი ტრამპის მოქმედებები კითხვებს იწვევს, პრეზიდენტი პუტინი ეჭვქვეშ აყენებს ევროპელთა მოსაზრებას. რაც შეეხება პრეზიდენტ ერდოღანს, ის უფრო ცბიერი და ჭკვიანი ადამიანია. თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და აქვს გარკვეული გავლენა ევროპაში.

შესაძლოა სწორედ პრეზიდენტ ერდოღანის ინტელექტუალურმა ნიჭმა იხსნას ევროპა ტერორისტებისგან. თურქეთში ცხოვრობს უამრავი ლტოლვილი, რომლებიც ევროპაში ეძებენ თავშესაფარს. ევროპას და მათ შორის ავსტრიის მთავრობას სურს დაასრულოს მოლაპარაკებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ 3 ადამიანს შორის ურთიერთობები არაპროგნოზირებადია. ბოლო 18 თვის განმავლობაში თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ანკარაში რუსი ელჩი მოკლეს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ რუსეთმა თურქეთთან სანქციები დაარღვია. მიუხედავად ამისა ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა ისევ გრძელდება.

მიგრანტთა ტალღა,რომელიც 2015-2016 წლებში თურქეთიდან ევროპაში მიმდინარეობდა, გარკვეული საფრთხე დაინახეს ევროპელმა მმართველებმა და მსოფლიო ლიდერებს საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდეს.

 

ლევან ლაგვილავა