დუბაის ბანკირმა სტუდენტებისათვის მილიარდი დოლარი გამოყო

0
96
დუბაის ბანკირმა სტუდენტებისათვის მილიარდი დოლარი გამოყო

ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ადამიანები დიდი ოდენობით თანხას ხარჯავენ ძვირადღირებულ ავტომობილში და მოოქროვილ მობილურ ტელეფონებში, თუმცა როდესაც საქმე ფულის გაცემას ეხება, მდიდარი არაბები ამის გაკეთებას ჩუმად ამჯობინებენ. ხშირად ეს მოტივაცია რელიგიით და ისტორიითა განპირობებული. რელიგიის და ტრადიციების მიხედვით მაშინ, როდესაც ქველმოქმედებაში დებს ფულს ესა თუ ის ადამიანი, უმჯობესია ამ ადამიანის სახელი არსად ფიგურირებდეს. საუდის არაბეთის პრინცის განცხადებით ის იმედოვნებდა, რომ სხვა მდიდარი არაბები და მუსლიმები თავიანთი ქონების დიდ ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარდნენ.

ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება ღიად გამოეხატა თანადგომა ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის, უსახლკაროებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც დახმარება სჭირდება. ისლამური ბანკის კვლევის თანახმად სწორედ ამ ქველმოქმედმა ადამიანებმა 2015 წელს მილიარდობით დოლარის დახმარება გაუწიეს უსახლკარო ბავშვებს.

შემოსული თანხებით ძირითადად სარგებლობენ მცირე საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ღარიბებს და უნარშეზღუდულ ადამიანებს ეხმარებიან. დუბაის ბანკირმა აბდულ აზიზმა 1 მილიარდი დოლარი გამოყო 15 ათასი სტუდენტისთვის. ერთ-ერთმა არაბმა ბიზნესმენმა ბილ გეითსთან ერთად შექმნა ორგანიზაცია, რომელიც დიდ დახმარებას უწევს რეგიონს და იქ მცხოვრებს ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

 

ლევან ლაგვილავა