საგანელიძე ჩინელებისთვის მიწის გადაცემას ითხოვს

0
27
საგანელიძე ჩინელებისთვის მიწის გადაცემას ითხოვს

როგორც რეზონანსი წერს, დავით საგანელიძის განცხადებით, ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მომდევნო 12 წლის განმავლობაში 500 მილიონიანი ჩინური ინვესტიცია იგეგმება.

„ქართული ჩაი ყველაზე მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდა და ჩინური მხარე 500 მილიონი დოლარის ინვესტირების გარდა, გეგმავს წარმოებული ჩაი თავადვე შეიძინოს”, – განაცხადა საგანელიძემ.

საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო სტრუქტურებისგან გარკვეულ გარანტიებს ითხოვს:

„შეიძლება, ეს პროექტი დაიწყოს, თანხა გამოიყოს და სანამ ოთხი-ხუთი წელი გავა, ტერიტორია გასხვისდეს ან სხვა კულტურა გააშენონ და პროექტი შინაარსობრივად დაიშალოს. ამიტომ ვითხოვთ, რომ ეს ტერიტორიები გარანტირებულად ამ პროექტისთვის გამოიყოს, ჩვენ ვითხოვთ, რომ 49 წლით, სახელმწიფომ ჩაის კულტურისთვის 12 ათასი ჰექტარი გამოყოს ჩინელებისთვის “, – განაცხადა საგანელიძემ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ტერიტორია საპარტნიორო ფონდს გადაეცეს.

აღნიშნულ ფაქტზე “ბანკები და ფინანსებმა” ანალიტოკსს ვაჟა ბერიძეს სთხოვა კომენტირება.

“ბუნებრივია, უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვა არ უნდა გულისხმობდეს კონკრეტული ინვესტიციების ქვეშ მათთვის, გარკვეული პირობებით, მიწის სარგებლობაში გადაცემას. ამდენად, დავით საგანელიძის წინადადება სავსებით მისარებია. ოღონდ უნდა დაზუსტდეს, რას ნიშნავს “მიწის გამოყოფა”, რას ითვალისწინებს ეს პროექტი – არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას თუ ახლის გაშენებას, ვინ დაამუშავებს ამ პლანტაციებს, შეიზღუდება უცხოელი დასაქმებულების რაოდენობა თუ არა, 80-85% დასაქმებულისა იქნება თუ არა საქართველოს მოქალაქე და ა.შ. როგორც ამას საქართველოს ეროვნული ინტერესი მოითხოვს. გამოცდილ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს ეს მომენტები არ უნდა გამოეპაროს” – აცხადებს ბერიძე.

 

კონსტანტინე პირველი