მარიხუანას მოხმარების ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის მოხალისეებს საათში 30$ გადაუხდიან

0
20
მარიხუანას მოხმარების ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის მოხალისეებს საათში 30$ გადაუხდიან

ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში მკვლევარები ეძებენ მოხალისეებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ალკოჰოლურ რესპირატორული მილის შექმნაში, რაც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს  ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლის და მოსაწევის ან სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევები. კვლევის თანახმად მონაწილეები ვალდებული არიან გასცენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ რა საკვები და სასმელი მოიხმარეს, იქამდე სანამ სისხლის ანალიზს ჩააბარებდნენ. მოხალისეებს საშუალებას აძლევენ შეიძინონ და მოიხმარონ მარიხუანა სახელმწიფო ლიცენზირებული საცალო მაღაზიიდან. გარკვეული დროის შემდგომ ისინი ნიმუშების ასაღებად უნდა დაბრუნდნენ კლინიკაში.

მნიშვნელოვანია ყველა მოხალისე იყოს 21 წლის ზემოთ. ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ შემცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ავტომობილის მართვის დროს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არიან და შედეგად დაიკლებს უბედური შემთხვევების რაოდენობაც.

დეტექტორის შექმნა 2010 წლიდან იგეგმებოდა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი კვლევაც ჩატარდა პროფესორების მიერ. როგორც ცნობილია აშშ-ში  ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შემთხვევები მკვეთრად დაეცა, ხოლო ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება კი შესამჩნევადაა გაზრდილი. ექსპერიმენტი ვაშინგტონის სოციალური და ჯანმრთელობის მომსახურების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება. ეს დეპარტამენტი კი თავის მხრივ სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მოხალისეებს საათში $30 გადაუხდიან, ხოლო თითოეული დამატებითი საათისთვის კი დამატებით $10 მიიღებენ.

საინტეერსოა ის ფაქტი, რომ კოლუმბიის 8 რეგიონმა ლეგალიზებული გახადა მარიხუანას მოხმარება. ყველა შტატის პროკურორმა და გუბერნატორმა განაცხადა, რომ აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები, რათა აიკრძალოს მარიხუანას გამოყენება, მითუმეტეს მედიცინაში.

ლევან ლაგვილავა
www.spokesman.com